• რეკლამა
  • კონტაქტი
16:15, ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

წარმატებული ოტორინოლარინგოლოგი თამთა გვასალია – ყელ-ყურ-ცხვირის გავრცელებულ პრობლემებსა და კოვიდ 19-ის გავლენაზე

ალია ავტორი - ალია
18:42 11-18-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,697

ახალგაზრდა, წარმატებული ოტორინოლარინგოლოგი თამთა გვასალია ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის ექიმია. მისი პროფესიონალიზმი და გულისხმიერი მიდგომა პაციენტებისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანია, რის გამოც თამთა ექიმთან მოხვედრის მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება.

თამთა გვასალია: ექიმობა ბავშვობიდან მქონდა გადაწყვეტილი. თავდაპირველად პედიატრობა მინდოდა, მერე – ქირურგობა, პლასტიკური ქირურგიის მიმართულებითაც ბევრს ვფიქრობდი. დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ) დავამთავრე და როდესაც რეზიდენტურაში ვაბარებდი და კონკრეტული სპეციალობა უნდა ამერჩია, ბევრი ვიფიქრე, კოლეგებთანაც გავიარე კონსულტაციები, საბოლოოდ კი სხვა ქირურგიული მიმართულებები გამოვრიცხე და ოტორინოლარინგოლოგიაზე შევჩერდი, რაც, ვფიქრობ, სწორი არჩევანი იყო.

– ყველაზე ხშირად რა ჩივილებით მოდიან თქვენთან?

– ხშირად მოდიან პაციენტები ყელის ტკივილით, რაც გამოწვეულია ტონზილების პრობლემით, სუნთქვის გაძნელებით, ადვილად დაღლით, რაც ხშირად უკავშირდება ცხვირის ძგიდის პრობლემებს. ასევე სმენასთან დაკავშირებული ჩივილებით და ყურის ტკივილით. პაციენტები არიან როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები.

– რა დასახელების ოპერაციებს აკეთებთ და მათ შორის თუ არის შესაძლებელი ერთდროულად ორი სხვადასხვა ოპერაციის ჩატარება?

– ძირითადად ვასრულებ ადენოტომიებს, ტონზილექტომიებს (გლანდების ამოკვეთა), სეპტოპლასტიკას (გამრუდებული ძგიდის გასწორება, სუნთქვის აღდგენა), სეპტორინოპლასტიკას (ცხვირის ფორმის შეცვლა), ასევე კეთდება ჩარევები ცხვირის ნიჟარებზე და სხვადასხვა მანიპულაციები, რასაც ჩვენი სპეციალობა მოიცავს. ერთდროულად ტარდება ოპერაციები ძგიდესა და ნიჟარებზე, ტონზილებსა და ადენოიდებზე და ასე შემდეგ.

– როგორ მივხვდეთ, რომ სუნთქვის პრობლემა გვაქვს და ოტორინოლარინგოლოგის დახმარება გვჭირდება?

– როდესაც ბავშვს უჭირს სუნთქვა, ხვრინავს, აქვს გამონადენი ცხვირიდან, ყელში  ჩანადენი და ასე შემდეგ. მშობლისთვის ეს სიგნალია ექიმთან მოსასვლელად. მოზრდილთა შემთხვევაშიც თითქმის ანალოგიური ჩივილებია და ამ დროს პაციენტი უკვე თავად იღებს ექიმთან მისვლის გადაწყვეტილებას. ვიზიტისას ისმევა სათანადო დიაგნოზი და პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია  ოპერაციულ ჩარევაზე ან ენიშნება კონსერვატიული მკურნალობა.

– ამბობენ, რომ კოვიდ 19 ძალიან მოქმედებს სმენაზე და იწვევს სუნთქვის გაუარესებას, რამდენად რეალურია ეს?

– ვერ გეტყვით რომ რაიმე განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა კოვიდმა სმენის ნერვს, პანდემიამდეც გვქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტს გადაუტანია უბრალო ვირუსი, ერთ დღეს გაუღვიძია და აღმოუჩენია, რომ რომელიმე ყურში სმენა აბსოლუტურად ნული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ  სუნთქვის უკმარისობით ძალიან ბევრი პაციენტი მოგვმართავს, ვფიქრობ, ძირითად შემთხვევებში ეს უფრო  ფსიქოლოგიური პრობლემაა, რადგან  შესაძლოა, პაციენტს კოვიდამდეც ჰქონდა სუნთქვის გაძნელება, მაგრამ კოვიდის გადატანის შემდეგ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს და ცდილობს, პრობლემის დროულად მოგვარებას.

– ძირითადად რა იწვევს სმენის დაქვეითებას?

– სმენის დაქვეითების რისკ-ფაქტორებში შედის ოტოტოქსიკური პრეპარატების მიღება, ძლიერ ხმაურში მოხვედრა, თუნდაც ნადირობის დროს თოფის გასროლის ხმა, საახალწლო ფოიერვერკების გასროლით გამოწვეული ხმა, ყურის ტრავმები, სპირტიანი სასმელების ხშირი მიღება…

– ვინ ითამაშა გადამწყვეტი როლი თქვენ პროფესიულ ჩამოყალიბებაში?

– კარგად მახსოვს, 2008 წლის დეკემბერში მოვედი ბატონ შოთა ჯაფარიძესთან, იმდენად მოვიხიბლე ამ ადამიანითა და ამ პროფესიით, რომ მივხვდი, სწორი არჩევანი გავაკეთე, გავიარე რეზიდენტურის ოთხწლიანი კურსი, რომლის დასრულების შემდეგაც 2012 წლის 1 დეკემბერს, მისი გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გავხდი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის გუნდის წევრი – ექიმი ოტორინოლარინგოლოგი და ჩემს პროფესიულ საქმიანობას დღემდე ამ კლინიკაში ვაგრძელებ. ბატონ შოთასთან ერთად, ასევე, მინდა გამოვყო ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელი – ბატონი გრიშა თოფურია, რომელმაც არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბების პროცესში.

– თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ, თქვენი მოღვაწეობის ათი წლის განმავლობაში დაახლოებით რამდენი ოპერაცია გაქვთ ჩატარებული?

– ზუსტად ვიცი, ეს რიცხვი ათასზე მეტია –  პირად ჩანაწერებში მაქვს დაფიქსირებული..

– და ბოლოს, იქნებ გაგვაცნოთ თქვენი ოჯახი.

– ოჯახი 35 წლის ასაკში შევქმენი, მეოთხე წელია, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ და გვყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი – ალექსანდრე და საბა.

– თქვენ პროფესია დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს,  რამდენად ახერხებთ ეს ორი მნიშვნელოვანი რამ წარმატებით შეუთავსოთ ერთმანეთს?

– ვინაიდან ამ ეტაპზე მცირეწლოვანი შვილები მყავს, ჩემი დროის დიდი ნაწილი მათ ეთმობათ, მაგრამ ჩემი მეუღლის  მაქსიმალური ხელშეწყობით მაინც ვახერხებ სამსახურშიც სრულფასოვნად ვიყო და პაციენტების წინაშე აღებული ვალდებულებები და დაკისრებული მოვალეობები პირნათლად შევასრულო.

ნინო მახარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved