• რეკლამა
  • კონტაქტი
03:21, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წამითაც არ მიფიქრია საქართველოში დაბრუნება” – ემიგრანტი იტალიიდან

ალია ავტორი - ალია
19:08 03-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

ნაზი წიქარიშვილი იტალიაში 6 თვის წინ წავიდა. მუშაობა დაიწყო ასაკოვანი ადამიანის მომვლელად. წლების განმავლობაში მზარეულად მუშაობდა. შვილი მარტომ გაზარდა. ფინანსურად რომ უფრო მყარად ყოფილიყო, იტალიაში წასვლა გადაწყვიტა.

ნაზი წიქარიშვილმა არ მიატოვა ის ოჯახი, ვინც იტალიაში ჩასვლისას თბილად მიიღო.

გთავაზობთ, მის წერილს:

,,აპენინის ნახევარკუნძლის, უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ულამაზეს ქალაქ რეჯიო-დი-კალაბრიაში ვცხოვრობ.

ემიგრანტი ვარ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ისე მიმიღეს თითქოს მათიანი ვიყავი. საოცარი ხალხია, ხალისით სავსე, პოზიტიური, ენერგიული. საოცარი ენერგეტიკა მოდის მათგან. არავისგან არ მიგრძვნია ისეთი თანადგომა, როგორიც იტალიელებისგან ვიგრძენი.

აქ, დილით ადრე იწყებენ მუშაობას. პირველი- ორი საათიდან, ხუთ საათამდე ისვენებენ. საღამოს მთელი ქალაქი გარეთ გამოდის. ქუჩები სავსეა ადამიანებით. პიცერიები, კაფეები სავსეა ხალხით. სიცოცხლით სავსეა იტალიის ქუჩები.

ყოველშემთხვევაში აქამდე ასე იყო.

ახლა ძალიან მძიმეა მდგომარეობა, მაგრამ თითქოს შევეჩვიე ამ სიტუაციას. უფრო მეტად თქვენზე ვნერვიულობ, ჩემს ახლობლებსა და ოჯახზე. უკიდურესად მძიმეა იტალიის მდგომარეობა, მაგრამ ხალხი ცდილობს პანიკაში არ ჩავარდეს და პოზიტიური ხასიათით გაუმკლავდეს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას.

ბევრი ემიგრანტი დაბრუნდა საქართველოში. ვისაც 24-საათიანი სამსახური არ ჰქონდა და მხოლოდ დღე მუშაობდა. ან უსამსახუროდ იყვნენ დასაქმების ოფისებში. რა თქმა უნდა ესენი ვერ დარჩებოდნენ, დაბრუნდნენ საქართველოში, იმიტომ რომ შეეშინდათ და ფინანსურადაც გაუჭირდათ.

ვინც ოჯახებში ვმუშაობდით, დავრჩით, არ წამოვედით.

მე წამოსვლაზე არ მიფიქრია არც ერთი წუთით. ყველა ქართველს, ვისაც მე ვიცნობ აქ, ეს აზრი გვქონდა, იმიტომ, რომ თუ წამოვიდოდით, შეიძლებოდა საკუთარი თავისთვისაც და ოჯახისთვისაც უფრო მეტი საფრთხე შეგვექმნა. თან მართლა გამიჭირდებოდა ამ მდგომარეობაში ამათი დატოვება. თუ კი ვინმეს ვიცნობ, ყველა კარგი ადამიანია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იტალიელებს თითქმის ჩვენნაირი ხასიათი აქვთ. უბრალოდ ესენი უფრო პოზიტიურები არიან.

ყოველღამე ვუსმენთ საინფორმაციოს და დღითიდღე უარესი მდგომარეობის, გაზრდილი სიკვდილიანობის მოსმენა გვიწევს. ჩინეთსაც არ ჰქონია ასეთი მძმე მდგომარეობა, რაც აქ არის. ახლა რაც რამოდენიმე ქვეყანა დაეხმარა იტალიას, თითქოს იმედი გაჩნდა.

გუშინ გამაფრთხილა მოხუცის შვილმა, რომ თუ ადამიანს საბუთზე, დანიშნულების ადგილისა და დროის შესახებ, არ ექნება მინიშება, ვერ გადაადგილდება, რადგან 3 თვით დააპატიმრებენ და დააჯარიმებენ.

ერთადერთი შვება ის არის, რომ ნერვებს არ ჰყვებიან, არ იძაბებიან, არ უშინდებიან, ყოველ საღამოს აივნებზე გამოდიან და მღერიან. ეს თავისთავად ჩვენც სტიმულს გვაძლევს, რომ არ დავნებდეთ, ცუდზე არ ვიფიქროთ და იმედით ვიყოთ.

რაც იტალიაში ვცხოვრობ, ცუდი ოჯახი არ შემხვედრია. ასეთი ერია, კეთილი ხალხია. რაც არ უნდა მომხდარიყო, ვერ შევძლებდი მათ მიტოვებას. თან მართლა გამიჭირდებოდა ამ მდგომარეობაში ამათი დატოვება.

ვინც კი შევიდოდა საავადმყოფოში ჩვენიანი, ყველას უფასოდ მკურნალობდა ქვეყანა და ამის არ დანახვა არ შეიძლება.

მადლობა გადაგვიხადეს ემიგრანტებს, რომ არ მივატოვეთ მათი მოხუცები.

ცუდი დასანახია ცარიელი ქალაქის ქუჩები მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება. იტალია დაიბრუნებს თავის ჩვეულ მდგომარეობას – სავსე ქუჩებს, ხალისს, ენერგიას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.”

ქართლი.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved