წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის
2024 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში:
1) 7 იანვარს, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საშობაო მსვლელობა ‘’ალილო’’ გაიმართა. მსვლელობის მონაწილეებმა სიმღერებით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ცენტრის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა. მათ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საშობაო ნობათები შეაგროვეს.
2) 5 იანვარს სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულ სამეჯლისო და სპორტული ცეკვების სტუდია ,,იმედს” (ხელმძღვანელი თემურ ჟვანია) ესტუმრა საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ჯანო თითირაშვილი. მან მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საცეკვაო დარბაზში მოსწავლეებისთვის ოთხდღიან სემინარები ჩაატარა.
3) 25-იანვარს მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში ჩატარადა ბავშვთა ვოკალიურ ანსამბლ ,,ნოტების“ საანგარიშო კონცერტი ხელმძღვანელი სოფიო აბულაძე.
4)28 იანვარს ქ.თბილისში გაიმართა საქართველოს სამეჯლისო და სპორტული ცეკვების საკლუბო ტურნირი ,,STARS CUP 2024,” სადაც მონაწილეობდნენ სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული სამეჯლისო და სპორტული ცეკვების სტუდია ,,იმედის” აღსაზრდელები / ხელმძღვანელი თემურ ჟვანია/. ჩვენმა მოსწავლეებმა , სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები მოიპოვეს.
5) 30 იანვარს მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეების საანგარიშო ღონისძიება: ,,გაკვეთილის ერთი ფრაგმენტი სცენაზე“/ ხელმძღვანელი სოფო-თეო კვარაცხელია/. პატარებმა წაიკითხეს ,,ვეფხისტყაოსნის“ სტროფები , ასევე ამონარიდები სხვადასხვა კლასიკოსების შემოქმედებიდან, კიდევ ერთხელ გაიხსენეს ანა კალანდაძის, შოთა ნიშნიანიძის, გოდერძი ჩოხელის, არჩილ სულაკაურის პოეზია. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ცენტრთან არსებული ბავშვთა ვოკალური ანსამბლი,, ნოტები” /ხელმძღვანელი: სოფიო აბულაძე/
6) 25 თებერვალს , ქალაქ ბორჯომში გაიმართა საერთაშორისო ფესტივალი ,,ჰარირა“, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სახელოვნებო -საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,მამული“, ხელმძღვანელი ბექა ზარქუა და ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იმედი“ ხელმძღვანელი ნონა ბაღიშვილი.ფოლკლორულმა ანსამბლმა ,, მამულმა“ მოიპოვა გრან-პრი , დაჯილდოვდა ,,ოქროს არწივით“ და მიიღო მოწვევა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბერძნეთში.ყველა მონაწილეს გადაეცა დიპლმი.
7) 7 მარტი სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრის სახელოვნებო განყოფილებამ,ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინო-თეატრის დარბაზში, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ ამავე განყოფილების მოსწავლეები და პედაგოგები.
სცენარის ავტორი და ორგანიზატორი გახლდათ დალი ვაშაკიძე.
8.19 მარტს რელიგიის, ხელოვნებისა და კულტურის წრის ხელმძღვანელი გიორგი ფიფია და ნაგურუს,წმ.გიორგის სახელობის ტაძრის წინმაძღვარი, დეკანოზი : ილია სარია შეხვდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსწავლებს.შეხვედრაზე მამა ილიამ ისაუბრა ქრისტეს სააღდგომო მარხვის შესახებ ეკლესიის როლი, რელიგიური მრწამსის მნიშვნელობაზე.შეხვედა მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 46 წლის და დაბადებიდან 91წლისთავთან დაკავშირებით.
9) 29 მარტს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა ლიტერატურული საღამო: ,,სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმულები“, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ ,,ქართული ენისა და ლიტერატურის ” წრის მოსწავლეები, მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ,,ცისფერყანწელთა“ ცხოვრება და შემოქმედება. საღამოს ორგანიზატორი და სცენარის ავტორი გახლდათ სოფო -თეო კვარაცხელია. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ: ლიზი ზარქუა, ირაკლი კვარაცხელია და სოფიო აბულაძე . ნახატის ავტორი: ნია ზარანდია.
10) 2 აპრილს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა ლიტერატურულ-ქორეოგრაფიული კომპოზიცია: ,,მადლი რქათ ადგა ღვთისაო“ ვაჟა-ფშაველას პოემის ,,ალუდა ქეთელაურის” მიხედვით , სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეები. ქორეოგრაფიული ნომერი წარმოადგინა ანსამბლ ,,მამულის” სოლისტმა ლუკა კვიციანმა /ხელმძღვანელი: ნიკოლოზ თორია /. ნახატის ავტორი : მარინე კვარაცხელია. საღამოს ორგანიზატორი და სცენარის ავტორი გახლდათ სოფო-თეო კვარაცხელია.
11) 9 აპრილს სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელებმა მონაწილეობა მიიღეს კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში , სადაც ბიჭუნათა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ლაკადამ“ ორი სიმღერა შეასრულა: ,,სალაღობო“ და ,,მრავალჟამიერი /ხელმძღვანელი: მერაბ ციმინტია“.
12) 13 აპრილს, ქ.თბილიში ჩატარდა ,,სამეჯლისო და სპორტული ცეკვების საერთაშორისო ტურნირი -2024″, სადაც მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრის საგანმანათლებლო განყოფილებასთან ( მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი) არსებულმა სტუდია ,,იმედმა”/ხელმძღვანელი : თემურ ჟვანია/, ჩვენმა აღსაზრდელებმა I, II,და III- საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
13) 14-აპრილს მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა ,,მოსწავლეთა რაიონული სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია-2024″, სადაც მონაწილეობა მიიღეს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
მუშაობდა 10 სექცია.
მოსწავლეებმა თითოეულ სექციაში( საგნების მიხედვით), თავიანთი ნამუშავრები წარმოადგინეს.
ღონისძიება გაიხსნა ლიტერატურული კომპოზიციით: ,,ო, ენავ ჩემო” / ხელმძღვანელი: მარინე შანავა/.
სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი მადლობას უხდის საჯარო სკოლებს, ყველა მონაწილეს საინტერესო პრეზენტაციებისთვის, მათ პედაგოგებს, ასევე სექციის ხელმძღვანელებს, ლიტერატურული წრის მოსწავლეებს, დღევანდელი დღის ორგანიზატორს- ცენტრის მეთოდისტს ნინო კალანდიას;
ტექნიკური უზრუნველყოფისთვის თამარ მებონიას,
ხატვის წრის მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელს მარინე კვარაცხელიას.
ასევე, მადლობას ვუხდით რესურსცენტრის უფროსს ქ-ნ ლირა ღურწკაიას მხარდაჭერისთვის.
14) 15 აპრილს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლის თეატრალურ დარბაზში ცნობილ ქართველ პოეტ ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა გაიმართა. საღამოზე ავტორმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ლექსები წაუიკითხა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, პოეტმა ასევე მოისმინა მისადმი მიძღვნილი ლექსები.თეატრალური დასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია ,,დამარხულ არს ენაი ქართული“ /ხელმძღვანელი: მარინა შანავა/.ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ: ფორტეპიანოს პედაგოგი სოფიო აბულაძე და ფოლკლორული ანსამბლი ,,მამული” /ხელმძღვანელი ბექა ზარქუა/.საღამოს ესწრებოდნენ: პოეტის მეუღლე და შვილიშვილი , ასევე სტუმრები ზუგდიდიდან და ჩხოროწყუდან.სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს მარინა შანავას, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თანაშრომლებს გამორჩეული ღონისძიებისთვის.
15) 2 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საკონფერენციო დარბაზში სააღდგომო გამოფენა გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ხატვისა და თექის წრის მოსწავლეებმა. მათ სწავლების პროცესში აღდგომის თემატიკაზე შექმნილი ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (ნამუშევრები) წარმოგვიდგინეს. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ხატვის წრის ხელმძღვანელი: მარინე კვარაცხელია და თექის წრის ხელმძღვანელი: ელენე ნაჭყებია. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა: სოფიო აბულაძე. ფოტო გადაღება: თამარ მებონია
16) 11-12 მაისს სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრისა და საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭოს მხარდაჭერით, ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინო-თეატრის დარბაზში სამეჯლოსო და სპორტული ცეკვების ფესტივალ-კონკურსი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სტუდიებმა: წალენჯიხა ,,იმედი” ხელმძღვანელი: თემურ ჟვანია,სენაკი ,,ეგრისი” ხელმძღვანელი: გიგა ბუკია;ფოთი ,,ოცნება” ხელმძღვანელები: თამაზ და ლაშა თოდუები;თბილისი ,,ელიტ- დანსი” ხელმძღვანელები: ქეთი ჩიტაძე, გიორგი რევიშვილი;მარტვილი ,,ახალი ნაბიჯი” ხელმძღვანელი: ნათია მოლაშხია;ჯვარი ,,ჯვარი” ხელმძღვანელი: ნათია კუხალეიშვილი;ფოთი ,,მზის გული” ხელმძღვანელი: ლევან მაშავა;ჭიათურა,, დენს-ფორუმი” ხელმძღვანელი: ლია მეფარიძე.კონკურსი შეაფასეს მსაჯებმა: გიგა ბუკიამ, ნატალია გუგუშვილიმა,ნათია კუხალეიშვილმა, ლია მეფარიძემ, ლაშა თოდუამ, ირა კვიტინსკაიამ, გუგა ჭანტურიამ,საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებმა: სოფიო პეტრიაშვილმა, თამაზ თოდუამ,ტურნირის მთავარი მსაჯი და ღონისძიების ორგანიზატორი : ჯანო თითირაშვილი.ღონისძიების ორგანიზატორი: თემურ ჟვანია.მსაჯი: ავთანდილ სამადაშვილი.დამთვლელი კომისია: გიორგი რევიშვილი. დღევანდელი შეჯიბრის დღის საპატიო სტუმარი საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭოს საპატიო პრეზიდენტი თენგიზ ერიშვილი. კონკურს- ფესტივალის წამყვანი: ლევან მაშავა.კონკურსში მონაწილეობა მიიღო ორასზე მეტმა მოსწავლემ, ისინი დაჯილდოვდნენ პირველი , მეორე და მესამე ხარისხის დიპლომებით, ასევე თასით ,,წალენჯიხა -2024.”
17) 17 მაისს სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის სახელოვნებო განყოფილებამ ჩაატარა ტრადიციული ღონისძიება ,,ძველი-ქართული კინო-მუსიკა”, სადაც მონაწლეობდნენ ამავე განყოფილების მოსწავლეები, როგორც სოლო შემსრულებლები ასევე ანსამბლები: ანსამბლი ,,თუთა” /ხელმძღვანელი დავით გირგვლიანი/, ანსამბლი ,,ათინათი” /ხელმძღვანელი : თამარ მიქავა/.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: მერის მოადგილე, დარგის კურატორი ქალბატონი თამარ ბელქანია , საკრებულოს, მერიისა და ა(ა)იპ-ის თანამშრომლები, სტუმრები ჩხოროწყუდან, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ჩატარდა კონკურსი, სადაც მონაწილეობდა ოთხი მაგიდა
ოთხ -ოთხი წევრით, გამოვლინდნენ გამარჯვებულნი .
სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიების ორგანიზატორი და სცენარის ავტორი გახლდათ დალი ვაშაკიძე.
სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრი მადლობას უხდის ღონისძიების ყველა მონაწილეს, მათ პედაგოგებს: ქეთევან ლუკავას, დალი ვაშაკიძეს, დავით გირგვლიანს, ნანა სურგულაძეს, ნათია მიქავას, თამარ მიქავას, სოფიო აბულაძეს, რუსუდან არახამიას , თამარ ჯანჯღავას, მერაბ ციმინტიას, კოორდინატორს : ნატო კვარაცხელიას, ოპერატორებს:თამარ მებონიას, რეჯიბ ფიფიას.
18) 18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახელოვნებო- საგანმანათლებლ ცენტრთან – მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან- არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,მამულმა”/ხელმძღვანელი: ნიკოლოზ თორია, ქორეოგრაფი: ანა ჩიქოვანი/ და სახელოვნებო განყოფილებასთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ლაკადამ” ხელმძღვანელი მერაბ ციმინტია.
19) ა/წ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ რაიონულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,მამულმა“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ თორია, ქორეოგრაფი ანა ჩიქოვანი; მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიციით ,, და ალგეთსზე ღვთის მადლით და ნებით , მგლის ლეკვები იზრდებიან ისევ ‘’ /ხელმძღვანელი: თეო კვარაცხელია/ ; მედოლეთა ანსამბლი ,,მამა-პაპური“ /ხელმძღვანელი რომეო შელია.
20) 1 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ღონისძიება გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ხატვის წრის მოსწავლეებმა –აქტივობა: ადგილზე ხატვა, ნახატების გამოფენა /ხელმძღვანელი: მარინე კვარაცხელია/ასევე, გაიმართა ბავშვთა ვოკლაური ანსამბლ ,,ნოტების“ საანგარიშო კონცერტი /ხელმძღვანელი სოფიო აბულაძე/.ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ მარინა შანავა.სცენის დიზაინი: იზა კვარაცხელია.ოპერატორი: თამარ მებონია.სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრი მადლობას უხდის ღონისძიებაში ჩართულ ყველა მოსწავლეს, მასწავლებლებს: მარინე კვარაცხელიას და სოფიო აბულაძეს ; ორგანიზატორს: მარინა შანავას, თანმამშრომლებს: თამარ მებონიას ,სოფიო ხარჩილავას, მამუკა შანავას,
21) 5ივნისს.ქ ჯვარში გაიმართა ვოკალური ანსამბლ ,,თოლიგეს“ საანგარიშო კონცერტი, სადაც მოწვეულ იყო სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეები /ხელმძღვანელი თეო კვარაცხელია/, მათ წაიკითხეს ლიტერატურული კომპოზიცია ,,იარონ, იარონ, იარონ… ამინ!
22) 7 ივნისს მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის თეატრალურ დარბაზში სასწავლო – შემოქმედებით კონფერენციაში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა, ორგანიზატორები-მარინა შანავა და ნინო კალანდია.როიალზე კლასიკური ნაწარმოები შეასრულა ვოკალის პედაგოგმა სოფიო აბულაძემ, ოპერატორი სოფიო ხარჩილავა. სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი მადლობას უხდის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს, მათ ხელმძღვანელებს რაიონულ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობისთვის.
23) 7 ივნისს მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის ეზოში ჩატარდა ,,ვეფხისტყაოსნის ” კითხვის დღესთან დაკავშირებით ტრადიციული ლიტერატურული კაფე-საღამო: ,,ცარიელია ის ერთი სკამი და იქნებ ვინმე მოვიდეს გვიან!..”
და საბა კაკუბავას პერსონალური გამოფენა /ხელმძღვანელი მარინა კვარაცხელია/ . ღონისძიების ორგანიზატორი და სცენარის ავტორი გახლდათ მარინა შანავა, საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ვოკალური ანსამბლი ,,ნოტები” და სოლო შემსრულებელი ლიზი ზარქუა სიმღერით: ,,ოქროყანის აღმართი” /ხელმძღვანელი სოფიო აბულაძე/. ანსამბლ ,,მამულის” მიერ რევაზ ლაღიძის მუსიკაზე ,,ინათებს მალე” შესრულებულ იქნა ,,ვალსი” / ქორეოგრაფი თემურ ჟვანია/. ვიოლინო-ია ხარჩილავა,
გია ყანჩელის ,,ის აქ არის და ვაჟა აზარაშვილის ,,ტანგო'”
24) 8-9 ივნისს ქალაქ ზუგდიდში ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი N1 ჩატარდა , სადაც მონაწილეობდნენ სახელოვნებო საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული თუ ვოკალური ანსამბლები.ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მამული“ ხელმძღვანელი: ნიკოლოზ თორია, ქორეოგრაფი: ანა ჩიქოვანი; ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იმედი“ ქორეოგრაფი ნონა ბაღიშვილი;ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ოდაბადე“ ქორეოგრაფი: ნიკა მალაზონია. მონაწილეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და სიგელებით.ვოკალური ანსამბლი ,,ათინათი“ და სოლო შემსრულებლები თაკო სალია, მარიამ ჩაჩიბაია. სოლისტებს მიენიჭათ ლაურეატის წოდება /ხელმძღვანელი: თამარ მიქავა/ .აღსანიშანავია ის რომ ქ/ნ თამარ მიქავა გახლდათ ჟიურის წევრი, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მამული“ კი მიწვეული იყო გალა-კონცერტზე.
25) 9 ივნისს, ქალაქ ჯვარის კულტურის სახლში ხელოვნების მე-7 რეგიონალური ფესტივალი “ცეკვის ზეიმი” გაიმართა, სადაც მონაწილეობდა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იმედი“ ხელმძღვანელი ნონა ბაღიშვილი.
26) 15 ივნისს სახელოვნებო განყოფილების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად იმყოფებოდნენ ქალაქ ბათუმში, სადაც ესწრებოდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზში გამართულ ლექცია- კონცერტს ,,ბაროკოს ეპოქა მუსიკაში”
27) 17 ივნისს ,,ვეფხისტყაოსნის “კითხვის დღესთან დაკავშირებით ტრადიციული ღონისძიება ჩატარდა, სადაც მონაწილეობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეები ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიციით ,,აქ ყველგან საქართველო იყო და მისი რუკა გულზე მეხატა” .
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი ,,ჰარმონია”, ფორტეპიანოზე კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს: თამილა ჯანჯღავამ, სოფიო აბულაძემ და რუსუდან არახამიამ. ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიციის მონაწილე მოსწავლეები იყვნენ: ეკა კვარაცხელია, მეგი კალანდია , თათია სახოკია, სალომე მიქავა, სანდრო და ანდრო სონგულიები, გოგი ბერიშვილი ,მატრონა ლუკავა, ანი ხარჩილავა, ანა-მარია და ნია ზარანდიები, ნინო კონჯარია, რატი იზორია, ანა კვარაცხელია, ანასტასია ლემონჯავა, ლუკა ჭითანავა ,ანასტასია მამარდაშვილი , მარიამ ფიფია ,ანასტასია ნაჭყებია , ნიკოლოზ ხურცილავა.
ხატვის წრის მოსწავლეები : საბა კალანდია, ნინო კვარაცხელია, ნია ზარანდია, ხელმძღვანელი -მარინა კვარაცხელია. ,,ვეფხისტყაოსნის” სტროფები წაიკითხეს როგორ მოსწავლეებმა ასევე მშობლებმა : ნათია საჯაიამ და სოფო როგავამ.
ღონისძიების ორგანიზატორი და სცენარის ავტორი: სოფო- თეო კვარაცხელია.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქალბატონებმა- თამარ ბელქანიამ, მარინა შანავამ.
28) 19 ივნისს, სახელოვნებო-საგანმანთლებლო ცენტრის სახელოვნებო განყოფილებამ ჩაატარა საანგარიშო კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ფორტეპიანოს, ვოკალის და საგუნდო კლასის აღსაზრდელებმა.ღონისძების ორგანიზატორი და სცენარის ავტორი: დალი ვაშაკიძე.
29)20 ივნისს სახელოვნებო განყოფილების დარბაზში ჩატარდა პედაგოგ ნანა სურგულაძის კლასის კონცერტი.
ორგანიზატორი და სცენარის ავტორი: დალი ვაშაკიძე.
ვაკალურად აფორმებდა ნათია მიქავას და თამუნა მიქავას მოსწავლეები. კონცერტმეისტერი: სოფიო აბულაძე.
30) 22 ივნისს ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი ,,ჰარირა“, სადაც მონაწილეობა მიიღო სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ოდაბადემ“ ხელმძღვანელი ნიკა მალაზონია. ანსამბლის წევრები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და სიგელებით.
31) 24 ივნისს მოსწავლე -ახალგაზრდობის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა ქართული ენისა დალიტერატურის წრის საანგარიშო ღონისძიება, სახელწოდებით ერთი გაკვეთილი სცენაზე საღამოს მუსიკალურად აფორმებდა სოფიო აბულაძე. ღონისძიების ორგანიზატორი და სცენარის ავტორი: თეო კვარაცხელია.
32) 30- ივნისს გერმანიაში, ქალაქ ვიტენში გაიმართა ქართულ- გერმანული საღამო ,,კულტურა, ხელოვნება და თანამედროვეობა“, სადაც მონაწილეობა მიიღო ანსამბლმა,, მამულმა“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ თორია, ღონისძიების ორგანიზატორი მარინა შანავა.
33) 1 ივლისს ქ. ბათუმში საქართველოს პროფკავშირული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა ბავშვთა და მოზარდთა ხალხური შემოქმედების XXXI საერთაშორისო ფესტივალი ,,ჩემი ლამაზი ქვეყანა – ბათუმი 2024″, სადაც ვოკალურ ანსამბლ ,,ათინათს” მიენიჭა პირველი საპრიზო ადგილი და ოქროს მედალი. ხელმძღვანელი: თამარ მიქავა.
34) 3- ივლისს ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იმედი”, ხელმძღვანელი ნონა ბაღიშვილი მონაწილეობდა მეგობრობის მე-2 საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალზე ,,ლურჯი ზღვა”. მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელი დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და სიგელებით.
35) 31ივლისი -10 აგვისტოს ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მამული“ /ხელმძღვანელი ნიკოლოზ თორია, ქორეოგრაფი ანა ჩიქოვანი/ იმყოფებოდა ბულგარეთში , ქ. კრანევოში გამართულა საერთაშორისო ფესტივალზე, წარმატებული გამოსვლის შემდეგ ანსამბლი ,,მამული“ დაჯილდოვდა დიპლომით.
36) 19- აგვისტოს წალენჯიხაში მაცხოვრის ფერისცვალების ათასწლოვანი იუბილე აღინიშნა, სადაც მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ლაკადამ“, ხელმძღვანელი მერაბ ციმინტია, სახელოვნებო განყოფილების პედაგოგებმა, საგანმანათლებლო განყოფილების ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეებმა /ხელმძღვანელი სოფო-თეო კვარაცხელია/.
37) 12-15 სექტემბერს არტ-მეურნეობაში გაიმართა თამარ ჭოხონელიძის მასტერ-კლასები, სადაც მონაწილეობა მიიღეს სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის სახელოვნებო განყოფილების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.
38) 18-19-20 სექტემბერს ქ. წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში ჩატარდა სახელოვნებო განყოფილების მისაღები გამოცდები.
39) 21 სექტემბერს სახელოვნებო განყოფილებაში, ხოლო 25 სექტემბერს საგანმანათლებლო განყოფილებაში ჩატარდა პედაგოგიური საბჭოს სხდომები, სადაც მოხდა გასული სასწავლო წლის მუშაობის შეჯამება და დაიგეგმა 2024-2025 სასწავლო წლის განრიგი.
40) 27- სექტემბერს სახელოვნებო განყოფილების საკონცერტო დარბაზში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება ,,დამიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები უნდა დავრგო“ ორგანიზატორი ლალი ვაშაკიძე.
41) 28 სექტემბერს ქალაქ სენაკში, სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში სამეგრელო- ზემო სვანეთის მუსიკალური სკოლების (ფორტეპიანოსა და ვოკალის კლასების) მოსმენა ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრის სახელოვნებო განყოფილების სამმა მოსწავლემ: მარიამ კვარაცხელიამ, მარიამ ნაჭყებიამ /პედაგოგი: სოფიო აბულაძე/ და ნინო მიქაიამ /პედაგოგი: ქეთევან ლუკავა/.
42) 10 ოქტომბერს ქალაქ წალენჯიხაში გაიმართა ღონისძიება ,,გრანელობა- 2024 “, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეები და პედაგოგები: საგანმანათლებო განყოფილებასთან, მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლთან, არსებული ანსამბლი ,,მამული” /ხელმძღვანელი: ნიკოლოზ თორია, ქორეოგრაფი: ანა ჩიქოვანი/, ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეები: ეკა კვარაცხელია, ლუკა მიქავა / ხელმძღვანელი: თეო კვარაცხელია/; სახელოვნებო განყოფილებასთან არსებული ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი ,,ლაკადა” /ხელმძღვანელი მერაბ ციმინტია/, ანსამბლი ,,ჰარმონია” სიმღერით ,,გაზაფხულის საღამოა მშვიდი” სიმღერის ავტორი და კონცერტმეისტერი თამუნა ჯანჯღავა.
43) 15 ოქტომბერს საგანმანათლებლო განყოფილების თეატრალურ დარბაზში გაიმართა პოეზიისა და კლასიკური მუსიკის საღამო ,,მე მინდა გაფრენა. მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი…”
ღონისძიების ორგანიზატორი სოფო-თეო კვარაცხელია, კონცერტმეისტერი: სოფიო აბულაძე.
44) 16,17,18 ოქტომბერს სახელოვნებო საგანმანათლებლო ცენტრის საგანმანათლებლო განყოფილების -მოსწავლეთა სახლის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა სამდღიანი ლიტერატურული მარათონი ,,თუთა-2024წ”.მარათონის პირველი დღე გახსნა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის მსახიობების დამოუკიდებულმა სიმებიანმა კვარტეტმა კლასიკური მუსიკით, იმავე დღეს მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ლიტერატურული წრის მოსწავლეები, საღამო დასრულდა ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში ,,პოეზის საღამო“ ფინჯან ჩაისთან.17 ოქტომბერს წალენჯიხელმა მაყურებელმა მოისმინა ქეთევან შენგელიას ლექცია ,,საუბრები ლიტერატურაზე. „ ასევე ფესტივალის მონაწილე ავტორებმა საზოგადოებას გააცნეს თავიანთი შემოქმედება.
45) 18 ოქტომბერს გაიმართა ჯაზისა და ფესტივალის მონაწილე ავტორების შემოქმედებითი საღამო. ღონისძიების ორგანიზატორები გახლდათ მარინა შანავა და მანანა შანავა.
46) 17- ნოემბერს ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იმედი“ / ხელმძღვანელი ნონა ნაღიშვილი/მონაწილეობდა ქ. ზუგდიდში გამართულ ფესტივალზე ,,სამეგრელო ქორეოგრაფიულ ფერხულში“
47) 12-13-14 ნოემბერს წალენჯიხას სტუმრობდნენ საქართველოს დამსახურებული არტისტი- კინოსა და თეატრის მსახიობი ბატონი რეზო ჩხიკვიშვილი და მსახიობი და მომღერალი ნინო შატბერაშვილი , როგორც მოგეხსენებათ , ამჟამად ბატონი რეზო და ქალბატონი ნინო მოღვაწეობენ გერმანიაში ქალაქ ესენში, ისინი წალენჯიხაში ქალბატონების მარინა და ნანა შანავების მოწვევით იმყოფებოდნენ, რადგან წალენჯიხაში გლოვის დღეებია დიდი ღონისძიება გადადებლ იქნა, ბატონი რეზო საგანმანათლებლო განყოფილების- მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თეატრალურ დარბაზში ახალგაზრდებს შეხვდა. ისაუბრა თეატრსა და ხელოვნებაზე, საქართველოსა და გერმანიაში შესრულებულ როლებზე.
საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
48) 23-27დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა ხატვის წრის პირველი სემესტრის საანგარიშო გამოფენა/ ხელმძღვანელი მარინე კვარაცხელია/.
სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრი მადლობას უხდის წრის ხელმძღვანელს მარინე კვარაცხელიას 2024 სასწავლო წლის მანძილზე ნაყოფიერი და წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის.
49) 28-დეკემბერს სახელოვნებო განყოფილებასთან არსებული ანსამბლი ,,ათინათი“ / ხელმძღვანელი თამარ მიქავა/ და ქორეოგრაფიული ანსამბლი ,, იმედი“ / ხელმძღვანელი: ნონა ბაღიშვილი/ მონაწილეობას ღებულობდნენ ქ. ზუგდიდში ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი ,,ოდიშისა“ და სამეგრელო-ზემო სვანეთის ქორეოგრაფიულ კავშირის მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე ,,საახალწლო მეჯლისი“, სადაც ანსამბლის წევრები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა. ანსამბლი ,,ათინათი“ და მისი ხელმძღვანელი 2025 წლის ზაფხულში მიწვეულია არტ-კოლხის საერთაშორის ფესტივალზე და ასევე საგასტროლოდ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.
და ბოლოს,სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი მადლობას უხდის ყველა თანამშრომელს მთელი წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელი შრომისთვის, პედაგოგებს და მოსწავლეებს მიღწეული წარმატებისთვის , მშობლებს თანადგომისთვის, მადლობა მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს მხარდაჭერისთვის, მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ ერთი წლის განმავლობაში მხარში გვედგა სიტყვით თუ საქმით. გვჯერა 2025 წელი კიდევ უფრო მეტი წარმატების, წინსვლის და გამარჯვების მომტანი იქნება ჩვენი ცენტრისთვის.
უფალმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.
სახელოვნებო საგანმანათლებლო ცენტრის ადმინისტრაცია!





















კომენტარები