• რეკლამა
  • კონტაქტი
11:03, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წაიკითხეთ, გთხოვთ! მართლა ყელში ამოვიდა ყველაფერი!” – ანიტა რაჭველიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:58 07-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ოპერის მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“წაიკითხეთ გთხოვთ!

11 ივლისს ევროპაში გავფრინდით! კონცერტების გამო! ამსტერდამის გავლით ათენში ჩავფრინდით! ერთი ღამე ამსტერდამში დავრჩით რადგან ათენზე პირდაპირი ფრენა მეორე დღეს იყო.

არანაირი კარანტინი არ ყოფილა ამსტერდამში! ნიღაბი სავალდებულო იყო.

ათენში ჩაფრენისას გაგვიკეთეს ტესტი და არანაირ “ციხეში” არ გავუშვივართ. 24 საათის მერე გვითხრეს რომ არ გვაქვს კორონა და შეგვიძლია თავისუფლად ვიმოძრაოთ ყველგან, თუმცა არც იმ 24 საათის განმავლობაში ვიყავით ვალდებულები “ციხეში” ვმჯდარიყავით!

ნიღაბი სავალდებულოა ყველა დახურულ სივრცეში.

ათენში ხალხი ფრთხილობს მაგრამ ყველაფერი ღიაა და სიცოცხლე ჩქეფს!

ორი დღის წინ იტალიაში ჩამოვფრინდით. ყველამ იცით რა მძიმე მდგომარეობა იყო იტალიაში და როგორი ტრაგედია დატრიალდა აქ კორონას გამო. მილანის აეროპორტში ჩამოვფრინდით და ყველგან მონიტორები დგას და სიცხე ეზომება აეროპორტის სივრცეში ყველა ადამიანს. ნიღაბი სავალდებულოა აქაც. არანაირი კარანტინი. მანქანაზე დავჯექით და ნეაპოლში წამოვედით.

გზად ბევრგან გავჩერდით. ნიღაბი ყველას ეკეთა მაგრამ ყველაფერი ღია იყო გზებზე და სიცოცხლე ჩქეფდა. მართალია ამბობენ მილანიც და რომიც ზომბების ქალაქებს გავს ისეთი ცარიელია მაგრამ ციხეში არავინ ჩაგვსვა.

კორონა არ გვაქვს რადგან ტესტი ჩაგვიტარეს ათენში და ვიცით რომ საფრთხეს არ წარმოვადგენთ. თუმცა ნიღბებით დავდივართ მაინც.

ნეაპოლში ნამდვილი სამოთხეა. ხმაური, უამრავი ხალხი, ყველაფერი ღიაა და ნიღბები აქაც სავალდებულოა შენობაში რომ შედიხარ. დისტანციას იცავენ ყველგან! არავინ გემუქრება 2 კვირიანი ციხით.

ვზივარ ეხლა აქ და რამოდენიმე დღეში კონცერტია, ვზივარ და ვფიქრობ უკან რომ დავბრუნდები რა მელის! ლოგიკას აცდენილი, მოძალადეობრივი რეჟიმის მიერ დადგენილი ციხე, მიუხედავად იმისა რომ ტესტი ჩამიტარეს და ვიცი არ მაქ კორონა.

ძალიან ფრთხილი ვარ და ყველა უსაფრთხოების ზომებს ვიცავ. რომ ვამბობ სახლში დაბრუნებულს “ციხეში” მიშვებენ თქო ვერ ხვდებიან რატომ! ხომ არსებობს 24 საათიანი ტესტებიო! ხო და ვზივარ და ვფიქრობ რა კარგად იყენებს ეს მოღალატეების მთავბრობა ამ ექიმებს იმისთვის რომ მთელი ერი და ქვეყანა ისე ატრიალოს როგორც თვითონ უნდათ!

ჩვენ ვიჯდეთ და ხმა არ ამოვიღოთ! მონობას გვაჩვევენ და ჩვენც ვდუმვართ! მართლა ყელში ამოვიდა ყველაფერი!

თეგები: ანიტა რაჭველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved