• რეკლამა
  • კონტაქტი
19:27, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წაიკითხეთ, ეს ჩვენს ბავშვებს ეხება” – ნაზიბროლა რეხვიაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:11 11-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,083

ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:

არ დაგეზაროთ, წაიკითხეთ, ჩვენს ბავშვებს ეხება და ბოლოს და ბოლოს, საჭიროა ამ თემაზე დისკუსია!
თქვენი მოსაზრებები საინტერესოა.
პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ:
არასრულწლოვნები დანაშაულს იმიტომ ჩადიან, რომ უფროსები რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. მათი მკაცრად დასჯით, დანაშაული არ შემცირდება!
ჩემი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რას უნდა აკეთებდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის სახელმწიფო, რომლის გადაწყვეტილებების მიზანიც არის პრევენცია და არა – დასჯა (კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კადრებით დაკომპლექტებული უწყებების გათვალისწინებით):
აფასებს ბავშვს სწრაფად – სოციალური გარემო, ეკონომიკური ფაქტორები, ოჯახი, სკოლა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, რისკები, საფრთხეები. წერს ქულებს. ამას აკეთებს სკოლა, პოლიცია, სოციალური სამსახური, არასმთავრობოები (რომლებიც სადღა გვყავს, მოგვგუდეს ბოლომდე, სადაცაა).
ქულების შესაბამისად, იწყებს რეაგირებას. თუ ქულა მაღალია – სასწრაფოდ!
შემდეგი ეტაპი უნდა იყოს ინდივიდუალური რეაბილიტაცია. ამის გამოცდილება აქვთ განვითარებულ ქვეყნებს და რაც უფრო განვითარებულია სახელმწიფო, მით უფრო პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს.
ზოგადად, საზოგადოების გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელი შეუწყოს არასრულწლოვნების რესოციალიზაციას, სწორი მიმართულებით განვითარებას და არა – მისი იზოლირება და სადმე გამოკეტვა, თუნდაც 1 თვით.
გამოკეტვის შემთხვევაში, კონფლიქტში მყოფი ბავშვები არიან ერთ სივრცეში და მაღალია რისკი, რომ ისინი გააგრძელებენ იმ უნარების გამოყენებას, რომლებსაც მანამდე ქუჩაში იყენებდნენ.
ინდივიდუალური რეაბილიტაცია მოიცავს ფსიქოთერაპევტის ჩართულობას, ტრენინგებს, ემოციების, მათ შორის, აგრესიის კონტროლს, დიალოგის წარმართვის უნარებს, რაც ეხმარება მოზარდს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში.
ასევე მნიშვნელოვანია, მოზარდს აღმოაჩენინო ის, რაც მას აინტერესებს და საგანმანათლებლო პროცესი დაგეგმო მისი ამ მიმართულებით განვითარებისთვის, იქნება ეს აკადემიური განათლება, პროფესიული უნარები თუ სხვა.
განსაკუთრებული როლი ენიჭება ოჯახის ჩართულობას.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, ხშირია ოჯახური ძალადობა ბავშვებზე, ძალადობა ქუჩაში და სკოლაში, ხოლო რეფერირების ხელშეკრულება, ფაქტობრივად, არ მუშაობს, სწორედ ამ მიმართულებით იქნება ყველაზე რთული და ინტენსიური სამუშაო.
თუ ბავშვი ყოველ ჯერზე ბრუნდება ოჯახში, სადაც მასზე ძალადობენ, ის კვლავ გარბის ქუჩაში. ასე ხდება სკოლის შემთხვევაშიც, სადაც მოსწავლეს გაძლება არ შეუძლია. ასეთ მშობელთან/წარმომადგენელთან მუშაობას თუ შედეგი არ მოაქვს, სახელმწიფო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს დაიცავს.
არსებობს პრაქტიკა, როცა კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვსა და მსხვერპს შორის შეხვედრას აწყობენ, შესაბამისი წესების დაცვით, რაც პასუხისმგებლობის გრძნობის გამოწვევის საშუალებაა. არ ვიცი, სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, რამდენად აქვს სასურველი ეფექტი.
კარგი შედეგი აქვს სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის, მოზარდის ინტერესის გათვალისწინებით, საწარმოებთან თანამშრომლობას, წამახალისებელ სტიპენდიას, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას, პრაქტიკული პასუხისმგებლობის დაკისრებას მოზარდზე და ა. შ. გვაქვს განრიდების პრაქტიკა, რომელიც, როგორც ბევრი რამ ამ ქვეყანაში, ფასადურია. ამიტომ, რაც დაიგეგმება, უნდა განხორციელდეს არა ფურცელზე, არამედ – რეალურად.
ქუჩაში მყოფი ბავშვებისთვის აუცილებლად უნდა არსებობდეს ისეთი ღია დღის ცენტრები, სადაც მათ ექნებათ კვებისა და ჰიგიენის სივრცეები, ასევე მიიღებენ განათლებას, იძულების გარეშე, რაღაც გამოწვევის ან წამახალისებელი მიდგომებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოზარდი ქუჩაში გასვლას აირჩევს. ბათუმში შესანიშნავად იმუშავა „იალქანმა“ და ახლაც მუშაობს. არაერთი მოზარდი გამოარიდა ქუჩას და მისცა ჯანსაღი და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები. ამის პარალელურად, უნდა შეიქმნას მონაცემთა ბაზა, რომელიც იქნება დაცული, განახლებადი. ასევე მომზადდეს ანგარიშები, გამოიკვეთოს პროგრამის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები.
რაც შეეხება ჩართულ მხარეებს: განათლება, სკოლები (მასწავლებელი, ფსიქოლოგი), ისინი იქნებიან პირველი რგოლი, რომლებიც პასუხისმგებლობას აიღებენ სკრინინგზე და შემდგომ რეფერირებაზე – ამის მსგავსი უკვე გვაქვს, მაგრამ არ მოვყვები, როგორ მუშაობს და მუშაობს, თუ – არა საერთოდ; სოციალური სერვისები – ოჯახებთან მუშაობა; ჯანდაცვა – თერაპია, როგორც ინდივიდუალური, ისე – ჯგუფური; პოლიცია და სასამართლო – არა დასჯისა და სტიგმატიზების მიზნით, არამედ პრევენციულად (თუ დანაშაული მძიმეა არაა); არასამთავრობო ორგანიზაციები – ტრენინგი, რესურსებით დახმარება, სხვადასხვა სერვისის მიწოდება, მათ შორის, დღის ცენტრების შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის.
და ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს დეცენტრალიზებულად, მუნიციპალიტეტების დონეზე.
გავიმეორებ: პროგრამა იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ მასში ჩართული უწყებებისთვის/პირებისთვის ბავშვების საუკეთესო ინტერესები არის პრიორიტეტი. სხვა შემთხვევაში, ერთსა და იმავე წრეზე ვივლით და სადმე რომელიმე ნაღმზე ავფეთქდებით.
ბავშვთა ზრუნვა ამ ქვეყანაში მკვდარია!
ძალადობა არ არის მხოლოდ ფიზიკური, ის არის ფსიქოლოგიურიც, ეკონომიკურიც და სხვა – ზოგჯერ უფრო მძიმე შედეგი აქვს, ვიდრე ფიზიკურ ძალადობას.
როცა ბავშვებზე ძალადობთ, როცა ბავშვები ყველგან გეზედმეტებათ, როცა მათ მშვიდად, ლაღად, უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობას ართმევთ, არ უსმენთ, დაბალ ღობედ მიიჩნევთ და ანგარიშს არ უწევთ, დაელოდეთ – თქვენვე დაზარალდებით!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved