ტროტუარზე დგომისთვის სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძეც დაიბარეს. პროცესი 16 მარტს გაიმართება.
გოცირიძის საქმეს მოსამართლე დავით მაკარაძე განიხილავს.
როგორც მაკარიძე სოციალურ ქსელში წერს, “იმ საპატიო ხალხის რიცხვს შუერთდა, რომლებსაც ტროტუარზე დგომის გამო ასამართლებენ.“
„იმ საპატიო ხალხის რიცხვს, რომლებსაც ტროტუარზე დგომის გამო ასამართლებენ, მეც შევუერთდი. 2024 წლის 28 ნოემბრიდან აქციაზე ვარ და მიკვირდა, ერთი ჯარიმა რომ არ მომსვლია და კიდევაც ვბრაზდებოდი ამის გამო, ახლა პირდაპირ ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობა მელის, თუ მოსამართლემ თავისი დისკრეციული უფლებამოსილება არ გამოიყენა და შენიშვნა არ გამომიცხადა.
პროცესი 16 მარტს 12 საათზე, მოსამართლე დავით მაკარაძე.
ძალიან დიდი პატივი იქნება ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა. სინდისის პატიმრები გაცილებით მეტ დროს ატარებენ ციხეში, მე ნამდვილად არ მაქვს საწუწუნო და ამ ამბავს ძალიან ჩვეულებრივად ვიღებ.
აქციაზე გუშინაც ვიყავი და დღესაც მივალ. მე ის ადამიანი არა ვარ პატიმრობით შემაშინონ და ამით უარი ვთქვა ჩემს კონსტიტუციურ უფლებაზე – გამოხატვის და შეკრების თავისუფლებაზე საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რისთვისაც წლებია ვიბრძვი“ – წერს გიორგი გოცირიძე სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ და მიიჩნევს, რომ “ტროტუარზე დგომის გამო პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არის კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.“
ჩვენი კოლეგა, საქარველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე, სასამართლოში დაიბარეს მხოლოდ ტროტუარზე დგომის ფორმით მშვიდობიანი პროტესტის გამო.
გიორგი გამოცდილი კონსტიტუციონალისტია და იგი მრავალი წელია მუშაობს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების საკითხებზე საქართველოში. დღეს ის თავად გახდა ანტიკონსტიტუციური მოწესრიგების სამიზნე.
ტროტუარზე დგომის გამო პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არის კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.
ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენს კოლეგას და ყველა იმ პირს, რომელიც ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობის სამიზნეა.
საიას გუნდი კვლავ, ერთად განვაგრძობთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას!“














კომენტარები