მსახიობი, ია ფარულავა:
დიანა ტრაპაიძის გადაცემაში ჩემს სტუმრობაზე მოულოდნელად “გაქრა” შეთანხმება, რომელიც ზუსტად და მკაფიოდ იყო დადებული:
MEGOBARI Act-ის QR კოდი უნდა ყოფილიყო ეკრანზე მთელი საუბრის განმავლობაში, რომ მაყურებლებს ერთ დაჭერაში შეძლებოდათ პეტიციაზე გადასვლა.ჩემო მეგობრებო, რაც ეთერში ვნახეთ, უკვე ტექნიკურ შეცდომას აღარ ჰგავს —
ეს იყო მიზანმიმართული ჩახშობა.📌 QR კოდი გამოჩნდა მხოლოდ 2-ჯერ, სულ რაღაც 60 წამით.
📌 და იმ 60 წამშიც კი ორიგინალი კოდი შეცვლილი იყო!!!
📌 ნაცვლად MEGOBARI Act-ის QR ორიგინალი კოდის, ეკრანზე მოათავსეს მისი “ჩინური “ პატენტი კოდი, საიდანაც გაქრა მთავარი სლოგანი —
Make Georgia Great Again!დიახ, ზუსტად ის სლოგანი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ისტორიული ფრაზიდან არის აღებული და რომელიც დღეს საქართველოს თავისუფლებასა და დასავლურ მომავალს უმაგრებს ზურგს.
კომენტარებში ნინო ჯაფარიძე წერს:
ვნახე 2 საათის წინ დადებული პოსტი. მე პირადად მქონდა გადაცემის პროდიუსერთან მიმოწერა, გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, რათა გადამემოწმებინა მეგობარი აქტის პეტიციის QR კოდი მიღებული იყო და მუშაობდა. პასუხად პროდიუსერმა დამიდასტურა, რომ გადაამოწმებდა კოდს. მან შემდგომ გამაგებინა, რომ იას ფეისბუკ გვერდიდან აღებული კოდი არ მუშაობდა ტვ პირველთან და მთხოვა სხვა ფაილი გადამეგზავნა, თუ ასეთი სხვა ფორმატის ფაილი ხელთ მქონდა. მე, საპასუხოდ, პროდიუსერს გადავუგზავნე იას მიერ გამოგზავნილი იმეილი, სადაც იყო დართული იას პეტიციის QR კოდი. პროდიუსერმა იმ იმეილის მიღება დამიდასტურა და ასევე მომწერა, რომ ამ კოდს ჩასვავდნენ ეთერში. მე მას მადლობა გადავუხადე. ეს იყო და ეს. ეთერში ყველამ ვიხილეთ თუ რა მოხდა. არამგონია, რომ Make America Great Again შეგნებულად იყო ამოღებული ტელეარხის მიერ. ასეთი ინსტრუქცია ჩემს მიერ არ იყო გადაცემული. დარწმუნებული ვარ, რომ ტელეარხი თავის სოც-ქსელებში QR კოდს დადე ბს სრული დიზაინით.















კომენტარები