• რეკლამა
  • კონტაქტი
16:07, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრანსპორტში თანხის გადახდის სისტემა იცვლება

ალია ავტორი - ალია
13:52 12-26-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ინტეგრირებული სისტემა დაინერგება.

ვიცე-მერის განმარტებით, განახლებული 300 მიკროავტობუსი უკვე ჩართულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ, მოდერნიზებულ ქსელში, თუმცა მუნიციპალიტეტი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

„მიმდინარე წელს ჩვენ უკვე დავიწყეთ ინტეგრირებული სისტემის მართვა, ვინაიდან, როგორც იცით, თბილისის მერიამ უკვე მოახერხა 300 ერთეული მიკროავტობუსის განახლება. ჩვენ რომ დავუკვეთეთ ფრანგულ კომპანიას მოდერნიზებული, ინტეგრირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, ეს 300 ერთეული მიკროავტობუსი ჩვენს მომხმარებლებს, ზუსტად ახალი ქსელის მეშვეობით ემსახურება”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, მომხმარებელი ინტეგრირებული სისტების შემთხვევაში, საათნახევრის განმავლობაში, ერთი გადახდით იმგზავრებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი გეგმები აქ არ სრულდება, მომდევნო წელს მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ამ 300 ერთეულზე არ გავჩერდეთ. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ახალი მიკროავტობუსების ეს რაოდენობა უნდა გაიზარდოს. რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც ქსელი აწყობილია ინტეგრირების პრინციპით, გადასახადიც ინტეგრირებული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს მგზავრი მიკროავტობუსსა და ავტობუსში მგზავრობის შემთხვევაში, ორ გადახდას აწარმოებს, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ, ერთი გადახდა იქნება საჭირო, თუ გადაჯდომა საათნახევრის განმავლობაში მოხდება”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ცნობისთვის, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა ქვეყნის მაშტაბით 16 იანვრიდან აღდგება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved