• რეკლამა
  • კონტაქტი
15:10, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრანსპორტისთვის სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟი სავალდებულო გახდა – რა კატეგორიის ტრანსპორტს ეხება ცვლილება

ალია ავტორი - ალია
18:52 10-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
999

ქვეყნის შიდა გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟი სავალდებულო გახდა. საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა, „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ რეგლამენტში ცვლილებები,რომელიც 2025 წლის 1 ივნისიდან M2, M3, N2 ან N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს შეეხება.

რეგლამენტის მიხედვით, ინსპექტირების ორგანოს მოუწევს ტრანსპორტში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დარეგულირება იმგვარად, რომ გარკვეული კატეგორიის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარე არ აღემატებოდეს გზებზე გადაადგილებისას მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრებს.

ეს ზღვარი M2 და M3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 100 კილომეტრს საათში, N2 და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში კი 90 კილომეტრს საათში.

რეგლამენტის მიხედვით, სიჩქარის შემზღუდავმა მოწყობილობამ უნდა უზრუნველყოს სიჩქარის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო სისტემის ამოქმედების გარეშე. აღნიშნული მოწყობილობის მონტაჟს, შეკეთებას და შემოწმებას დამოუკიდებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს სახელოსნო უზრუნველყოფს, ასეთი სახელოსნოების ნუსხას კი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ამტკიცებს.

M2, M3, N2 ან N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის პერიოდული ინსპექტირება ორ წელიწადში ერთხელ მოუწევთ.

რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და აკრედიტაციის ცენტრი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ.

აღნიშნული ცვლილებების მიღებას საქართველოს ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება ავალდებულებს

წყარო: ,,ბიემჯი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved