• რეკლამა
  • კონტაქტი
16:06, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტრანსგენდერ ქალს ბინის მიქირავებაზე უარი უთხრეს” – „თანასწორობის მოძრაობა“

ალია ავტორი - ალია
13:58 12-26-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების აგენტი ტრანსგენდერ ქალს დისკრიმინაციული მოტივით ბინის მიქირავებაზე უარს ეუბნებოდა, ასევე მის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. – აღნიშნულ ინფორმაციას „თანასწორობის მოძრაობა“ ავრცელებს.

ტრანსგენდერი ქალის ინეტერესებს “თანასწორობის მოძრაობა” იცავდა. ორგანიზაციის იურისტმა ტრანსგენდერი ქალის სახელით საქართველოს სახალხო დამცველს სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ საქმის მოკვლევის თაობაზე განაცხადით მიმართა.

ტრანსგენდერი ქალი მ. კ. უძრავი ქონების აგენტ ლ. ს.-ს 2020 წლის 10 სექტემბერს დაუკავშირდა ერთერთი საიტის მეშვეობით, სადაც გამქირავებლად იყო მითითებული. მასთან პირველადი დაკავშირება მოხდა ტელეფონის საშუალებით, ხოლო გაგრძელდა Viber აპლიკაციის მეშვეობით. უძრავი ქონების აგენტმა მას უთხრა რომ გასაქირავებელი ბინები არ ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი საიტის მეშვეობით გასაქირავებელი უძრავი ქონება იძებნებოდა. აგენტი საუბრისას იყო აგრესიული და ტრანსგენდერ ქალს მიაყენა შეურაცხყოფა გენდერული იდენტობის ნიშნით.

როგორც მიმოწერიდან ჩანს, ტრანსგენდერი ქალის უძრავი ქონების აგენტს ეკითხება მიზეზს, თუ რატომ ეუბნება უარს ბინის მიქირავებაზე, მაშინ როდესაც საიტზე ხელმისაწვდომი ბინები ჩანდა, რაც აგენტმა უპასუხოდ დატოვა. შემდგომ ტრანსგენდერი ქალი განმეორებით უკავშირდება ლ. ს.-ს და ეკითხება, ხომ არ აქვს ბინები შესაბამისი მომენტისთვის. ლ. ს.პასუხობს, რომ გასაქირავებელი უძრავი ქონება არ აქვს. მ. კ.-ის შემდგომი თხოვნა იყო, რომ როდესაც შესაბამისი ბინა გამოჩნდებოდა, მიეწერა მისთვის, რაზეც ლ. ს.-მ უპასუხა, რომ სხვას დაკავშირებოდა, რადგან „ჯერ არ ექნებოდა“.

მიმოწერის ამ ეტაპზე მ. კ. კვლავ ეკითხება ლ. ს.-ს უარის მიზეზს, რაზეც უძრავი ქონების აგენტი პასუხობს: „რა რატო გეუბნები არ მაქვს და არც მცალია“. ლ. ს. მ. კ.-სთან საუბარში მიმართვის ფორმად ერთჯერადად იყენებს სიტყვას „ბიჭო“. ამან მ. კ.-ის პროტესტი გამოიწვია, და ლ. ს.-ს მიუთითა, რომ მისი სახელი იყო მ.. ამის შემდგომ ლ. ს.-მ უპასუხა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვინ იყო მ. კ. და კვლავ მამაკაცის სახელზე გაამახვილა ყურადღება. მ. კ.-მ ლ. ს.-ს მიუთითა, რომ მისი მხრიდან კომუნიკაციის ფორმა მისთვის, როგორც ტრანსგენდერი ქალისთვის, შეურაცხმყოფელია. ამის შემდგომ ლ. ს.-ს მ. კ.-ისთვის პასუხი Viber აპლიკაციის საშუალებით აღარ დაუბრუნებია.

სახალხო დამცველის ოფისი განმარტავს, რომ საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ უძრავი ქონების აგენტი წინასწარ ჩამოყალიბებული დისკრიმინაციული მოსაზრებებით მოქმედებდა. მისი უარი რაციონალური მოქმედებებიდან არ გამომდინარეობდა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ გენდერული იდენტობა არ შეიძლება გახდეს რომელიმე პირის უფლებისა და ინტერესების ხელყოფის საფუძველი. რეკომენდაციაში ყურადღება არის გამახვილებული ასევე ლგბტ+ თემის წარმომადგენლების მიმართ საბინაო სფეროში ხშირ დისკრიმინაციაზე.

სახალხო დამცველმა 2020 წლის 21 დეკემბერს რეკომენდაციით მიმართა ლევან სონღულაშვილს, რომ მომავალში თავი შეიკავოს გენდერული იდენტობის, ასევე სხვა ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს, აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved