• რეკლამა
  • კონტაქტი
20:49, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ტრამპს თავისი უზარამაზარი ეგო არ მისცემს იმის საშუალებას, რომ რუსებს გაამარჯვებინოს ამ ომში” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:08 03-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,505

ყოფილი პარლამენტარი ირაკლი მელაშვილი:

„ბევრმა განაცხადა, რომ ჩვენი პრეზიდენტობის პირველი თვე ყველაზე წარმატებულია ერის ისტორიაში. და რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ამ [მიღწევას], იცით, ვინ არის მეორე ნომერი? — ჯორჯ ვაშინგტონი“, — თქვა დონალდ ტრამპმა კონგრესში გამოსვლისას!

ასეთივე სიმართლე აღმოჩნდა კონგრესის სხდომაზე ტრამპის განცხადება, თითქოს, ზელენსკიმ მას წერილი მისწერა, სადაც დაუდასტურა, რომ უკრაინა მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკების გამართოს რუსეთთან. სინამდვილეში, ტრამპმა კონგრესში ამ საკითხზე ზელენსკის მიერ ტვიტერზე წინა დღეს გამოქვეყნებული პოსტი წაიკითხა. აშშ-ში უკრაინის ელჩმა დაადასტურა, რომ ზელენსკის ცალკე წერილი ტრამპისთვის არ მიუწერია.

ამავე დროს, CBS News იუწყება, რომ ტრამპი ჯერ არ აპირებს უკრაინასთან ე.წ. “იშვიათი მინერალების შეთანხმებაზე” დოკუმენტის ხელმოწერას, რადგანაც გადაწყვეტილი აქვს ამ გარიგებაში აშშ-სთვის უკეთეს პირობებს მიაღწიოს. ეს სააგენტო, რბილად რომ ვთქვათ, ტრამპის დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა, ამიტომ, ძნელი სათქმელია, რამდენად ბოლომდე სანდოა ე.წ. “სანდო წყაროზე” დაყრდნობით გავრცელებული ეს ინფორმაცია.

ამ ყველაფრის შემყურე კი, მე კიდევ უფრო მიძლიერდება ეჭვი, , რომ ტრამპს, რომელმაც ზელენსკის ვიზიტის წინა დღეს მიიღო ამერიკის დაზვერვის ინფორმაცია, თითქოს რუსები არსებულ პირობებში არ აპირებენ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების გაფორმებას, (ეჭვი მაქვს იგივე ცნობა მოვიდოდა სტამბულში ამერიკელი და რუსი დიპლომატების დახურული შეხვედრიდანაც) ორი დღის წინ უკვე აღარ აწყობდა უკრაინასთან “იშვიათი მინერალების შეთანხმების” ხელმოწერა. ამ შემთხვევაში ბურთი მის მოედანზე გადმოვიდოდა, რადგანაც ტრამპს მოუწევდა უკვე რუსები დაეთანხმებინა ცეცხლის შეწყვეტაზე. თუკი პუტინი ამას იუარებდა, რისი ალბათობაც ძალიან დიდი იყო, ტრამპი ვალდებული გახდებოდა რუსებთან, როგორც შეთანხმების ჩამშლელ მხარესთან შესულიყო დაპირისპირებაში. ამ შემთხევაში, ამერიკას აღარ დარჩებოდა არგუმენტი არ გაეგრძელებინა უკრაინისთვის დახმარების მიწოდება. ეს უაღრესად არასწორი და არპოპულარული ნაბიჯი იქნებოდა ისეთი ზესახელმწიფოს ლიდერისთვის, როგორიც აშშ-ა, თან მოახდენდა ტარმპის სრულ კომპრომეტაციას ამერიკული და მსოფლიო საზოგადოების თვალში.

თუკი ტრამპი რუსებთან მოლაპარაკებებში შედეგს ვერ მიაღწევდა და იძულებული გახდებოდა გაეგრძელებინა უკრაინის დახმარება, მაშინ შეილახებოდა მშვიდობის მოსურნეს, ყველა წინა პრეზიდენტისგან განსხვავებულის და ყველაფრის შემძლე ტრამპის იმიჯიც, ვინაიდან მან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შეჩერაბა ვერ შეძლო და ძალაუნებურად ბაიდენის პოლიტიკის გაგრძელება მოუწია.

ბუნებრივია, არც ერთი ეს სცენარი ტრამპის გეგმებში არ შედიოდა. შესაბამისად, “თეთრი სახლის” ოვალურ კაბინეტში ტრამპი-ზელენსკის შეხვედრაზე ვიხილეთ წარმოდგენა, რათა ზელენსკის დაბრალებოდა შეთახმების ხელმოწერის ჩაშლა.

ყველა ელოდა, რომ ტრამპი კონგრესზე გამოსვლისას გამოაცხადებდა უკრაინასთან შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. არად, მას შემდეგ, რაც ტრამპმა კონგრესმენებს ზელენსკის “წერილი” გააცნო და უკრაინის პრეზიდენტი ცოტა შეაქო კიდეც, თითქოს შეთანხმებაზე ხელმწერას წინ არაფერი ედგა. ამის შემყურე, სულ უფრო მეტად მიმტკიცდება აზრი , რომ ტრამპი იძულებულია დრო გაწელოს, რათა შემდეგ რუსეთთან დაპირისპირებაში შესვლა არ მოუწიოს, რაც მას ძალიან არ სურს.

ამავე დროს შეჩერებულია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, რაც ახლა რუსეთისთვის ყველაზე დიდი შვებაა, რადგანაც სწორედ ამ დახმარებების წყალობით შეძლო უკრაინამ ბოლო თვეში რუსებისთვის უზარამაზარი ზარალის მიყენება, მათი შტურმის ჯერ შეჩერება, შემდეგ კი, ზოგიერთ ადგილზე, ლოკალური კონტრშეტევებზე გადასვლა. არადა, დღევანდელი გამოსვლის შემდეგ, მითუმეტეს აღარ უნდა არსებობდეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების საბაბი, მაგრამ ტრამპს, ვენსს და მასკს რას გაუგებს კაცი!

მიუხედავად ტრამპის ამ არაპროგნოზირებადი უცნაურობებისა, მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფქირობ, ყველაფერი დალაგდება. ნუ, ახლა, ტრამპის რუსეთის აგენტობა და მსგავსი ჭკვიანური თეორიები საერთოდ სიცილად არ მყოფნის. ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, ტრამპს თავისი უზარამაზარი ეგო არ მისცემს იმის საშუალებას, რომ რუსებს გაამარჯვებინოს ამ ომში. ტრამპს და მის გუნდს იმდენი ნაღდად ესმის, რომ ეს ისეთი მარცხი, ისეთი რეპუტაციული დარტყმა იქნება პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციისთვის, რომელთან შედარებითაც ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გამოყვანა მხოლოდ უმნიშვნელო ინციდენტად გამოჩნდება. ამიტომ, დავრჩეთ უკეთესის იმედად!“

თეგები: ირაკლი მელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved