• რეკლამა
  • კონტაქტი
20:53, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრამპმა იცოდა, რომ მხარდამჭერებს იარაღი ჰქონდათ, მათი გაძღოლა სურდა – ჰატჩინსონმა ჩვენება მისცა

ალია ავტორი - ალია
17:23 06-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
286

კონგრესის წინაშე თეთრი სახლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, კესიდი ჰატჩინსონმა2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით ჩვენება მისცა.

კესიდი ჰატჩინსონი ტრამპის ადმინისტრაციის დროს თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის, მარკ მიდოუს თანაშემწე იყო.

ჰატჩინსონის თქმით, დონალდ ტრამპმა 2021 წლის 6 იანვარს იცოდა, რომ მისი მხარდამჭერები შეიარაღებული იყვნენ, ასევე ითხოვდა, რომ პირადად გაძღოლოდა მათ. ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, ამ უკანასკნელ სურვილთან დაკავშირებით აშშ-ს საიდუმლო სამსახურის მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ შეუძლებელი იყო, რის შემდეგაც ექსპრეზიდენტი მას ფიზიკურად გაუსწორდა. ამას გარდა, ჰატჩინსონმა დაამატა, რომ ტრამპი გამოხატავდა საკუთარი ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის ჩამოხრჩობისადმი მხარდაჭერას და განიხილავდა ბუნტის მონაწილეების შეწყალებას.

ჰატჩინსონის მტკიცებით, როდესაც დონალდ ტრამპს შეატყობინეს, რომ მის მხარდამჭერ მიტინგზე, რომელიც კაპიტოლიუმში შეჭრამდე იმართებოდა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აკრიტიკებდა, შეიარაღებული დემონსტრანტები მოვიდნენ, მან აქციაზე უსაფრთხოების ზომების გაუქმება მოითხოვა.

“ისინი აქ იმისთვის არ არიან, რომ მე მავნონ”. – ჰატჩინსონის მიხედვით, ასე თქვა დონალდ ტრამპმა შეიარაღებულ მხარდამჭერებზე.

ჰატჩინსონის თქმით, კაპიტოლიუმზე იერიშის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგაც კი, ტრამპი არეულობის მონაწილეებს კვლავ მხარს უჭერდა.

“ის ფიქრობდა, რომ მათ არაფერი დაუშავებიათ, [ფიქრობდა, რომ] ადამიანი, რომელიც იმ დღეს ცუდად მოიქცა, მაიკ პენსი იყო”. – თქვა ჰატჩინსონმა.

ამას გარდა, ჰატჩინსონის მტკიცებით, მის უფროსს, მიდოუსა და ტრამპის ადვოკატს, რუდი ჯულიანის სურდათ შეეწყალებინათ 6 იანვრის დანაშაულები. მან ასევე დაამატა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კონსტიტუციის 25-ე შესწორების შესაბამისად, ტრამპის გადაყენებას განიხილავდნენ.

ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ჰატჩინსონს “სრული მატყუარა” უწოდა. მისი თქმით, მას არ უნდა ენდონ, რადგან ჰატჩინსონს ფლორიდაში მაღალი თანამდებობა სურდა, მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ თეთრი სახლი დატოვა. “მე პირადად ვთქვი უარი მის თხოვნაზე”; – დაწერა ტრამპმა, – “რატომ უნდოდა ჩვენთან წამოსვლა, თუ გრძნობდა რომ ასეთი საშინლები ვიყავით? მესმის, რომ ის ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული იყო, რომ მისი წაყვანა, ან გუნდის წევრობა არ მინდოდა”. – დაამატა მან.

კონგრესის სასამართლო კომიტეტის წარმომადგენელმა რესპუბლიკელებმა ჰატჩინსონის ჩვენებას ჭორები უწოდეს.

შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს ტრამპი კონგრესში გამართულ მოსმენაზე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს,

ასევე, 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს კონგრესის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. პარალელურად თეთრ სახლთან დონალდ ტრამპის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ არჩევნები გაყალბდა და ნამდვილი გამარჯვებული ტრამპი იყო. ტრამპმა თავის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და რის შედეგად ისინი კაპიტოლიუმისკენ გაემართნენ და შენობაში შეიჭრნენ.

მოგვიანებით, კაპიტოლიუმზე თავდასხმის დღეს რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ მიმდინარე ძალადობა, წარმოადგენდა არა პატრიოტულ აქტს, არამედ თავდასხმას ქვეყანასა და მის დამფუძნებელ პრინციპებზე.

 

 

თეგები: დონალდ ტრამპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved