• რეკლამა
  • კონტაქტი
06:16, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრამპის ტარიფების საპასუხო წინადადებას ევროკომისია ორშაბათს წარადგენს

ალია ავტორი - ალია
12:35 04-07-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

ევროკავშირის ქვეყნები უახლოეს დღეებში შეეცდებიან წარმოადგინონ ერთიანი ფრონტი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ტარიფების წინააღმდეგ. ამის შესახებ reuters-ი წერს. ევროკავშირის ქვეყნები სავარაუდოდ, დაამტკიცებენ მიზნობრივი კონტრზომების პირველ ნაკრებს 28 მილიარდ დოლარამდე ღირებულების აშშ-ის იმპორტზე -კბილის ძაფებით დაწყებული ბრილიანტებამდე.

ასეთი ნაბიჯი ნიშნავს, რომ აშშ-ისთვის საპასუხო ტარიფების დაწესებაში ევროკავშირი შეუერთდება ჩინეთსა და კანადას, ექსპერტები შიშობენ, რომ ეს შეიძლება გადაიზარდოს გლობალურ სავაჭრო ომში, რაც გააძვირებს საქონელს მილიარდობით მომხმარებლისთვის და ეკონომიკას მთელს მსოფლიოში რეცესიისკენ უბიძგებს.

ევროკავშირი აღმოჩნდება ფოლადის, ალუმინსა და მანქანებზე 25%-იანი იმპორტის ტარიფის და ყველა სხვა საქონელზე “საპასუხო” 20%-იანი ტარიფის წინაშე. ტრამპის ტარიფები მოიცავს აშშ-ში ევროკავშირის ექსპორტის თითქმის 70%-ს, რამაც გასულ წელს 585 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ევროკომისია, რომელიც ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკას უწევს კოორდინაციას, ორშაბათ საღამოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წარუდგენს ამერიკული პროდუქციის სიას, რომელზეც ტრამპის საპასუხოდ დამატებითი ტარიფები დაწესდება. სია მოიცავს ისეთ ამერიკულ პროდუქციას, როგორიცაა ხორცი, ბურღულეული, ღვინო, ხე და ტანსაცმელი, ასევე საღეჭი რეზინები, კბილის ძაფი, მტვერსასრუტები და ტუალეტის ქაღალდი.

ერთ-ერთი პროდუქტი, რომელმაც მეტი ყურადღება მიიპყრო და ბლოკში უთანხმოება გამოავლინა, არის ბურბონი. კომისიამ წარმოადგინა 50%-იანი ტარიფი, რის გამოც ტრამპი ევროკავშირს ალკოჰოლურ სასმელებზე 200%-იანი ტარიფით დაემუქრა. რამაც ღვინის ექსპორტიორი საფრანგეთისა და იტალიის შეშფოთება გამოიწვია.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირს, რომლის ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული თავისუფალ ვაჭრობაზე, სურს დარწმუნდეს, რომ მას ექნება წევრების ფართო მხარდაჭერა ნებისმიერი რეაგირებისთვის, რათა შეინარჩუნოს ზეწოლის ბერკეტები ტრამპთან მოლაპარაკებების დასაწყებად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved