• რეკლამა
  • კონტაქტი
04:27, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტრამპის ტაქტიკა და ორი გუნდი – ამ ტაქტიკას, ვერც ფსბ-მ გაუგო და ვერც ჩინურმა დაზვერვამ” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
04:23 05-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
288

მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:

იყო თუ არა მოულოდნელი რაც მოხდა და რატომ არის უკრაინისათვის ეს ხელშეკრულება უაღრესად კარგი?
არა, არაფერი იყო მოულოდნელი. ყველაფერი უაღრესად ლოგიკურად წარიმართა მათთვის, ვინც კარგად იცნობს ტრამპის სტილს და შეუძლია ზედაპირს მიღმა აზროვნება.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი ბილი ო’რაილი ამბობდა, ტრამპმა თავისი სტრატეგიული ბუნდოვანების გეგმის გასატარებლად დაიქირავა ადამიანთა ორი გუნდი; პირველი – ე.წ. „ამრევები“ ( ელონ მასკი, რობერტ კენედი, პიტ ჰეგსეტი) და მეორე, ე.წ. „მომრიგებლები“ (გენპროკურორი პემ ბონდი, მარკო რუბიო და სკოტ ბესენტი). თავად ტრამპმა კი მთავარი ამრევის როლი მოირგო.
ყველაზე კომიკური ის არის, რომ ბესენტმა ძალიან მშვიდად ახსნა ეს ტაქტიკა თავის არაერთ საჯარო გამოსვლაში, მაგრამ …
ტაქტიკა ასე მუშაობს: ტრამპი ქმნის ქაოსს, რომლის რეზონანსს ახორციელებენ „ამრევები“. ამის შემდეგ სცენაზე გამოდიან „მომრიგებლები“, რომლებიც მშვიდად უხსნიან ქაოსით დაბნეულებს, თუ რა უნდა გააკეთონ. კეთილგონიერი უცხოელი პოლიტიკოსები ენდობიან ამ რჩევებს, მტრები კი ეჭვებით ივსებიან და საწინააღმდეგო სვლებს აკეთებენ, რითაც კიდევ უფრო ამძიმებენ საკუთარ მდგომარეობას. ეს დაემართა ჩინეთს და რუსეთს. ამიტომ, ნუ დაწყდებათ გული იმ ქართველებს, რომლებმაც ვერაფერი გაუგეს ამ ტაქტიკას, ვერც ფსბ-მ გაუგო და ვერც ჩინურმა დაზვერვამ.
შედეგებს ვიხილავთ შემდეგი 100 დღის განმავლობაში.
უკრაინის გადასარჩენ ფონდში ამერიკის 50%-ით შესვლა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი უკრაინისათვის, რადგან ამერიკის მონაწილეობა ფაქტიურად გამორიცხავს კორუმპირებული უკრაინელი ჩინოვნიკებისთვის ფინანსური მაქინაციების განხორციელების შესაძლებლობას და სახელმწიფოს ძარცვის გაგრძელებას. ამერიკის დაზვერვამ და შესაბამისად პრეზიდენტმა ტრამპმა კარგად იცის, რომ ამ კონტროლის გარეშე უკრაინისათვის გაგზავნილი მილიარდები ფაქტიურად წყალში გადაყრილი აღმოჩნდება. ეს უკრაინის მხარემაც ძალიან კარგად იცის, ამიტომ ითრევდნენ ფეხს მძლავრი, პერმანენტული ამერიკული აუდიტის ქვეყანაში თავისი ნებით შემოყვანაზე. აღმშენებლობითი პროცესი მრავალტრილიონიანი პროექტი იქნება და ამ ფულის არასწორ ხელში მოხვედრა ისევ რუსეთის წისქვილზე დაასხამდა წყალს.
ამრიგად, ეს ფონდი რეალურად არის ამერიკული სააუდიტორო სპეც-სამსახური, რომელიც გულდასმით გააკონტროლებს ამერიკული დახმარების ყველა ასპექტს. ხვდებით ალბათ, რომელმა ძალებმა შექმნეს ნეგატიური განწყობა ბესენტის მიერ შემუშავებული, უაღრესად მახვილგონივრული პროექტის მიმართ და რატომ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved