• რეკლამა
  • კონტაქტი
14:50, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტრამპის ოქროს ბარათი” მილიონ დოლარად – აშშ–ში დაჩქარებული ვიზების პროგრამა ამოქმედდა

ალია ავტორი - ალია
17:02 12-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ოფიციალურად აამოქმედა “ტრამპის ოქროს ბარათის” (Trump Gold Card) სავიზო პროგრამა, რომელიც სოლიდური თანხის სანაცვლოდ, აშშ-ის მოქალაქეობის არმქონე პირებს შეერთებულ შტატებში ცხოვრების უფლებას დაჩქარებული წესით აძლევს.

პირველ რიგში, ვებგვერდზე Trumpcard.gov დაინტერესებულმა პირებმა  განაცხადის დაჩქარებული განხილვისთვის, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს $15 000 დოლარის ოდენობის მოსაკრებელი უნდა გადაუხადონ.

საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ, ვიზის მისაღებად განმცხადებლებმა $1 მილიონი დოლარის ოდენობის “შემოწირულება” უნდა გაიღონ – რასაც ვებგვერდი “საჩუქარს” უწოდებს. ეს ვიზა “მწვანე ბარათის” ანალოგიურია და მფლობელს შეერთებულ შტატებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას ანიჭებს.

დონალდ ტრამპმა თებერვალში თქვა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები აშშ-ის ვიზას $5 მილიონის სანაცვლოდ მიიღებდნენ. პროგრამის საბოლოო ვერსიით, $5 მილიონი “ოქროს ბარათის” პლატინის ვერსია ეღირება, რომელიც მფლობელებს ერთი ვიზიტის დროს აშშ-ში 270 დღის გატარების უფლებას აძლევს, არაამერიკული შემოსავლის დაბეგვრის გარეშე.

“პრინციპში, ეს იგივე “მწვანე ბარათია”, ოღონდ ბევრად უკეთესი. ბევრად უფრო მძლავრი და ძლიერი გზა. ასეთი გზის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ესენი შესანიშნავი ხალხი უნდა იყვნენ”, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.

აშშ-ის ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის თქმით, წინასწარი რეგისტრაციის პერიოდში “ოქროს ბარათზე” უკვე დარეგისტრირდა დაახლოებით 10 000 ადამიანი და მოსალოდნელია, რომ მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ლუტნიკის განცხადებით, “ოქროს ბარათის” პროგრამა შეერთებულ შტატებში ისეთ ხალხს ჩამოიყვანს, ვინც ეკონომიკას სარგებელს მოუტანს. მან ისინი “რიგითი” “მწვანე ბარათის” მფლობელებს შეადარა, რომლებიც, მისი მტკიცებით, საშუალო სტატისტიკურ ამერიკელზე ნაკლებს გამოიმუშავებენ და უფრო ხშირად სარგებლობენ სახელმწიფო სოციალური დახმარებით.

ლუტნიკმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს “ოქროს ბარათის” კორპორაციული ვერსიაც, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, თანამშრომლებისთვის დაჩქარებული ვიზები მიიღონ, თითოეულ დასაქმებულზე 2 მილიონი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved