• რეკლამა
  • კონტაქტი
00:29, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, USAGM-ის რესურსების შეზღუდვაზე, “ამერიკის ხმის” თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს, “რადიო თავისუფლებას” გრანტები შეუწყდა

ალია ავტორი - ალია
11:45 03-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
116

The Hill-ის ინფორმაციით, “ამერიკის ხმის” (ამერიკის ხმის) ჟურნალისტები ანაზღაურებად შვებულებაში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) რესურსების შეზღუდვას.

როგორც გამოცემა The Hill-იწერს, USAGM-ის მიერ “ამერიკის ხმის” თანამშრომლებმა მიიღეს წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ თანამშრომლები გაშვებულები არიან “ადმინისტრაციულ შვებულებაში სრული ანაზღაურებით და შეღავათებით” და ეს “დისციპლინარული მიზნებისთვის არ კეთდება”. მემორანდუმი USAGM-ის ადამიანური რესურსების აღმასრულებელმა მედიის თანამშრომლებს უკვე გაუგზავნა. მიმღებთა საერთო რაოდენობა გაურკვეველია, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა The Hill-ს, რომ “ამერიკის ხმის” თანამშრომლების უმეტესობა ადმინისტრაციულ შვებულებაში გადაიყვანეს.

“ამერიკის ხმის” თანამშრომლებს დაევალათ არ შევიდნენ თავიანთ სამუშაო შენობაში და არ შევიდნენ USAGM-ის შიდა სისტემებში ადამიანური რესურსების აღმასრულებელი სამსახურის ნებართვის ან მათი ხელმძღვანელების “წინასწარ” ნებართვის გარეშე.

“ეს ბრძანება განაგრძობს იმ ფედერალური ბიუროკრატიის ელემენტების შემცირებას, რომლებიც პრეზიდენტმა არასაჭიროდ განსაზღვრა”. – წერია განკარგულებაში.

ორგვერდიანი მემორანდუმი, მას შემდეგ მიიღეს, რაც ტრამპმა დაწერა აღმასრულებელი ბრძანება 7 ფედერალური სააგენტოს, მათ შორის USAGM-ის შეზღუდვისთვის, და დაავალა მათ, რომ “შეამცირონ თავიანთი კანონიერი ფუნქციების შესრულება და მასთან დაკავშირებული პერსონალი”.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს არ დაევალება იმ საქმიანობის გაგრძელება, რომელიც განსაზღვრული არ არის. ტრამპის განკარგულება ჯამში 7 სააგენტოს ეხება:

1. მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი; 2. აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის; 3. ვუდრო უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი; 4. სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი; 5. აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ; 6. თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი; 7. უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.

ტრამპის ბრძანება “რადიო თავისუფლებასაც” შეეხება. ტრამპის განკარგულებას “რადიო თავისუფლების” (RFE/RL) პრეზიდენტი, სტივენ კაპუსიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების გაუქმება “ამერიკის მტრებისთვის საჩუქარია”.

“რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება” (RFE/RL) არის კერძო, დამოუკიდებელი საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაცია, რომელსაც ყოველკვირეულად 50 მილიონი ადამიანი ეცნობა 23 ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, უკრაინაში, ირანში, ავღანეთში, პაკისტანში, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რესპუბლიკებში. ის ფინანსდება აშშ-ის კონგრესის მიერ USAGM-ის მეშვეობით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved