• რეკლამა
  • კონტაქტი
14:55, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრამპის ახალი სოციალური ქსელი ამერიკაში App Store-დან გადმოწერის რაოდენობით ლიდერობს

ალია ავტორი - ალია
18:08 02-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაარსებული ახალი სოციალური ქსელი Truth Social ამერიკაში მომხმარებელთა ნაწილისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ახალი პლატფორმა App Store-ზე უფასო აპლიკაციებს შორის გადმოწერის რაოდენობით ლიდერობს.

მომხმარებელთა ნაწილი აღნიშნავს, რომ აპლიკაცია შეფერხებით მუშაობს და რეგისტრაციას ვერ ახერხებენ. აპლიკაციის შექმნაზე Trump Media and Technology Group მუშაობდა. კომპანიის წარმომადგენელმა Fox News-თან განაცხადა, რომ პლატფორმის მიზანია მარტის ბოლოს სოციალური ქსელი აშშ-ში მაინც ამუშავდეს სრული დატვირთვით.

ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში, ტრამპის ანგარიში Facebook-მა და Twitter-მა დაბლოკა. მიზეზი აშშ-ში არჩევნებისშემდგომი არეულობა იყო. ტრამპი სოციალურ ქსელებში მის მხარდამჭერებს აქტიურად მოუწოდებდა დაუმორჩილებლობისკენ, ტექ გიგანტების მიზანი კი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ხელშეწყობა იყო იმ პირობებში, როცა კაპიტოლიუმზე ტრამპის მხარდამჭერებმა იერიში მიიტანეს.

ტრამპი აღნიშნული “ცენზურის” გამო ტექ გიგანტებს უჩიოდა, ახლა კი ამბობს, რომ მათ კონკურენცია უნდა გაუწიოს.

“აღელვებული ვარ, რადგან ძალიან მალე შევძლებ ჩემი აზრები TRUTH social-ზე გავაზიარო და ვიბრძოლო ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ”, — თქვა ტრამპმა.

ტრამპის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, პლატფორმაზე მოხვედრას მომხმარებლები სხვების მოწვევის მიღების შემდეგ შეძლებენ, TRUTH Social-ის ბეტა ვერსია კი ნოემბერში ჩაეშვება. როგორც უკვე ვთქვით, ფართო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ის მომავალი წლის დასაწყისიდან გახდება.

TRUTH Social იქნება ტრამპის ახალი წამოწყების Trump Media & Technology Group-ის პროდუქტი, რომელიც Digital World Acquisition Corp-თან გარიგების გზით შეიქმნა. ეს ჯგუფი მალე საჯარო კომპანიად მოგვევლინება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved