ამერიკის შეერთებულ შტატებში, თანდათანობით კორონავირუსის გამო შემოღებული კარანტინის წესების შემსუბუქებას დაიწყებენ. ეს 3-საფეხირიანი პროგრამით განხორციელდება, რომელიც თეთრმა სახლმა შეიმუშავა.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არასწორად იქცევა, და კარანტინის შეზღუდვების მოხსნა ჯერ ადრეა.
კარანტინის შემსუბუქება გეგმის მიხედვით მინიმუმ 14 დღის შემდეგ დაიწყება, თუ კოვიდ-19-ის შემთხვევები მასშტაბურად არ გაიზრდება.
- პირველი ეტაპი: მოხუცებულები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები რჩებიან კარანტინში. დანარჩენებს შეეძლებათ გამოვიდნენ სახლიდან და წავიდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, თუმცა უნდა შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია. შესაძლებელია შეიკრიბოს 10-კაციანი ჯგუფი. გაიხსნება კინოთეატრები, სპორტული დარბაზები, ტაძრები და კაფეები, სკოლები და უნივერსიტეტები დახურულია.
- მეორე ეტაპი: შესაძლებელი ხდება შეიკრიბოს 50-მდე ადამიანი. კინოთეატრები და სხვა რეკრეაციული ზომები აგრძელებენ სოციალური დისტანციის დაცვას. სკოლები და ბაღები იხსნება. შესაძლებელი ხდება მოგზაურობაც.
- მესამე ეტაპი: ქრონიკული დაავადებების მქონეებს და მოხუცებს სახლის დატოვება შეუძლიათ. მასობრივი შეკრებები აღარ იკრძალება, თუმცა რეკომენდირებულია, რომ მოქალაქეები მაინც არ მოყვნენ ასეთ შეკრებაზე. რეკრაციული ზონები დისტანცირების მსუბუქ ფორმებს იცავენ.
მთელი სამი ეტაპის განმავლობაში, ადამიანებმა უნდა დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები. დამსაქმებლებმა სამსახურებში უზრუნველყონ საზედინფექციო საშუალებები და სიმპტომების მქონე თანამშრომლებს არ აიძულონ სამსახურში მისვლა.
კომენტარები