• რეკლამა
  • კონტაქტი
13:18, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრამპი: ნობელის პრემიის გამარჯვებულს შეეძლო ჯილდო ჩემთვის გადაეცა

ალია ავტორი - ალია
14:34 10-11-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
217

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის გამარჯვებულს, ვენესუელელ ოპოზიციონერს მარია კორინა მაჩადოს შეეძლო ჯილდო მისთვის გადაეცა.

ტრამპის თქმით, ვენესუელელმა პოლიტიკოსმა ჯილდო მშვიდობის დარგში მისი წყალობით მიიღო.

„ადამიანმა, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო, დღეს დამირეკა და მითხრა: „მე ამ ჯილდოს თქვენს პატივსაცემად ვიღებ, იმიტომ რომ თქვენც ნამდვილად იმსახურებდით მას“. ეს ძალიან სასიამოვნო საქციელი იყო. მე მისთვის არ მითქვამს: „მაშინ [ჯილდო] მე მომეცი“, თუმცა, მას ეს უნდა ექნა. ის ძალიან თავაზიანი იყო. იცით, მე მთელი ამ ხნის განმავლობაში მას ვეხმარებოდი. ვენესუელაში მათ დახმარება სჭირდებათ. იქ სრული კატასტროფაა“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, გუშინ ნობელის პრემიის კომიტეტმა მშვიდობის დარგში ჯილდო ვენესუელელ ოპოზიციონერს მარია კორინა მაჩადოს გადასცა.

წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე 224 ფიზიკური პირი და 94 ორგანიზაცია იყო წარდგენილი. კანდიდატებს შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც იყო. მან ჯილდოს მოპოვება ვერ შეძლო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved