აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი განცხადებით, ირანი ვაშინგტონთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.
„ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ისინი სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, შესაძლო შეთანხმება მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე უარს იტყვის.
„შეიძლება შეთანხმებას მიაღწიონ, რომელიც მისაღები იქნება ბირთვული იარაღის გარეშე. მათ ეს უნდა გააკეთონ, მაგრამ არ ვიცი, გააკეთებენ თუ არა ამას“, — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, კითხვაზე, მიიღო თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ პოტენციური სამხედრო დარტყმების თაობაზე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარი არ შეუძლია.
„ბუნებრივია, რომ ამის შესახებ ვერ გეტყვით, მაგრამ იმ მიმართულებით ძალიან ძლიერი გემები მიემართებიან“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.














კომენტარები