ლომისის დღესასწაულზე ტრაგედია დატრიალდა – სალოცავისკენ მიმავალ შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
არსებობს მეორე ვერსია, რომ მას ბილიკზე ფეხი დაუცურდა ფერდობზე დაგორდა და ადგილზევე გარდაიცვალა.
შინაგან სამქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ლომისობაა.
ლომისის სალოცავი ზღვის დონიდან 2500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ტაძრისკენ მხოლოდ საცალფეხო ბილიკი მიდის.
კომენტარები