ოკუპირებულ აფხაზეთში ქალაქ ტყვარჩელში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო კარანტინი გამოცხადდა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით იმუშავებს მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, მაღაზიები, აფთიაქები და პურის საცხობები.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 5 დღეში ტყვარჩელში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი საავადმყოფო უკვე გადავსებულია და ახალი პაციენტების მიღების საშუალება აღარაა.
კომენტარები