• რეკლამა
  • კონტაქტი
10:35, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტყუილია ეგ ყველაფერი, იტყუებიან! თავადაც იციან, რომ „ფრაიზერის“ ვაქცინის შემომტანები არ არიან…” – გიორგი კავკასიძე

ალია ავტორი - ალია
01:25 12-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

„ალიას“ ესაუბრება, მედიცინის დოქტორი, გიორგი კავკასიძე:

-თქვენ წერდით და ნოემბრის ბოლოს ბევრი საუბრობდა, რომ ვაქცინების კვლევა ერთის მორჩება 2021 წლის მეორე ნახევარში, მეორის 2021 წლის ბოლოს და მესამის საერთოდაც, 2022 წელს, ახლა კი, ვხედავთ, რომ ამ სამი ვაქცინიდან, ორმა უკვე მიიღო ნებართვა, მესამეც სადაცაა მიიღებს – რა ხდება?

-ეს არის აუცილებლობით გამოწვეული ნებართვა. ეს არ არის სრულფასოვანი კვლევის შედეგი.

-გამოდის, 2021 წლის ზაფხულში, შეიძლება წამოგვეწიოს კვლევის საბოლოო შედეგი, სადაც სულ სხვა მონაცემი შეიძლება იყოს?

-კი და შეიძლება თქვან, რომ ეს ვაქცინა არ არის კარგი, ან არ არის ეფექტური, ან არ გაამართლა ის მონაცემები, რაც გვქონდა. ვაქცინის სრულფასოვანი კლინიკური კვლევა, როგორც წესი გრძელდება 18-დან 24 თვემდე. იმუნიზაციის შემდეგ ხდება პაციენტზე დაკვირვება, რამე სისტემაზე ხომ არ იმოქმედა, ხომ არ განუვითარდა რამე გართულება, მაგალითად, სიტყვაზე რომ ვთქვათ, თირკმელების უკმარისობა? კვლევის მესამე ფაზაა, როცა 20-40 ათას პაციენტზე დაკვირვებით საბოლოო ვერდიქტი გამოაქვთ, რომ ვაქცინა არის ეფექტური და უსაფრთხო. ახლა რა ვერდიქტიც გვაქვს, ეს არის წინასწარი, შუალუდეური მონაცემების ბაზაზე მიღებული გადაწყვეტილება, გამოწვეული ვაქცინაციის სასწრაფო აუცილებლობით.

-თქვენ ენდობით ამ ეტაზე ვაქცინას?

-ძალიან ნელი სათქმელია. ფრთხილი ოპტიმიზმი მაქვს. სიმართლე რომ გითხრათ, მე პირადად ვამჯობინებ პირადი უსაფრთხოების მეთოდების დაცვას, შევეცდები მაქსიმალურად ავიცილო კოვიდი, ვიდრე გამოუცდელი პრეპარატი მივიღო. წითელას, ჩუტყვავილას ვაქცინას ათწლეულები აკვირდებოდნენ, რომ ნახოთ ისტორია, ბევრი ვაქცინა იყო ბაზარზე და მხოლოდ რამდენიმე შემორჩა. ის ვაქცინები, რომელიც იყო უსაფრთხო და ეფექტური.

-კოვიდ ვაქცინებზე კვლევის დროს იყო ალერგიული შოკის შემთხვევები, როგორც ვნახეთ.

-ალერგიული შოკიც იყო, ე.წ ბელის დამბლაც (Bell’s palsey) იყო, სახის ნაწილის დამბლა, რომელიც, როგორც წესი 3-4 თვეში აღდგება ხოლმე, მაგრამ ძალიან არასასიამოვნო მომენტია, ჯანმრთელი ადამიანი ვაქცინას იკეთებს და სახის ნაწილის დამბლა აქვს.

-ბელის დამბლას თავის ტვინი იწვევს, თუ ადგილობრივია, ასე ვთქვათ? 3-4 თვეში როცა აღდგება სახე სრულად, არაფერს ტოვებს?

-ბელის დამბლა რასაც ქვია, ის ნარჩენ მოვლენებს არ ტოვებს, მაგრამ ეს ის არის ზუსტად, თუ არა, ეგ გამოჩნდება თვეების მერე.

-კიდევ ერთი უცნაურობა ისაა, რომ მართალია ჩვენ არ გვაქვს ცივი ჯაჭვი ისე მოწყობილი, რომ მინუს 80 გრადუსზე შევინახოთ ვაქცინა და მართალია, სამიდან 1 ვაქცინის შენახვას სტანდარტული პირობები სჭირდება, ანუ ის, რაც გვაქვს, მაინც ვიქაჩებით იმისკენ, რომელსაც მინუს 80 გრადუსე სჭირდება შენახვა და ვიძახით, მაცივრებს ვიყიდითო! არც ერთი არ არის ამ სამიდან ბოლომდე გამოცდილი და რატომ ავიჩემეთ ერთი ვაქცინა?

-ტყუილია ეგ ყველაფერი, იტყუებიან! თავადაც იციან, რომ ფრაიზერის ვაქცინის შემომტანები არ არიან. ფრაიზერს სჭირდება მინუს 80 გრადუსზე ტრანსპორტირება და შენახვა, რომ შეინარჩუნოს თავისი თვისებები და სტაბილურობა, მოდერნას კი სჭიდება მინუს 20 გრადუს ტემპერატუირაზე შენახვა, რაც შეეხება „ასტრაზენეკა-ოქსფორდის ვაქცინას“, ჩვეულებრივ სამაცივრე პირობებში  ინახება, ისე როგორც გრიპის ვაქცინას ვინახავთ. აი, ამ უკანასკნელის  უზრუნველყოფა შევიძლია. მინუს 80 გრადუსი კი არა, მინუს 20 გრადუსზე შენახვაც დიდი პრობლემაა დღევანდელი საქართველოსთვის. ამიტომ, შეიძლება ფრაიზერმაც და მოდერნამაც უარი უთხრას საქართველოს ვაქცინის მიწოდებაზე იმის გამო, რომ შესაძლო არასწორი ტრანსპორტირებისა და/ან შენახვის რეჟიმის შედეგად  დაიკარგოს ვაქცინის ეფექტურობა და ამით არ დაზარალდეს მათი პრეპარატის რეპუტაცია. თუმცა, სამივე ვაქცინაზე დიდი ხნის დაკვირვებაა საჭირო, რომ გაიგო არის თუ არა ეფექტური და უსაფრთხო. ოქსფორდის ვაქცინაზე გამოჩნდა, ერთი საინტერესო თვისება – კლინიკური გამოცდის  დროს, პაციენტების ერთ ჯგუფს პირველი იმუნიზაციისას შეცდომით გაუკეთეს ვაქცინის ნახევარი დოზა. მეორე/განმეორებითი იმუნიზაციისას კი სრული დოზა ( სამივე ვაქცინას განმეორებითი იმუნიზაცია სჭირდება), აღმოჩნდა, რომ იმ ჯგუფში, სადაც ჯერ გააკეთეს ნახევარი დოზა და მერე მთლიანი, ეფექტურობა იყოს 90 პროცენტზე მაღალი, ხოლო იმ ჯგუფში, სადაც პირველი და მეორეც იყო სრული დოზა, ეფექტურობა იყო დაახლოებით 67 პროცენტი. ახლა მაგას იკვლევენ რა მოხდა და რატომ – ამიტომ ფერხდება ამ ვაქცინის ბაზარზე დაშვება.

-ახალი შტამია კორონავირუსის ნაპოვნი დიდ ბრატანეთში, გავიგეთ რამდენიმე დღის წინ, ვიცით, რომ ამ შტამით1000-ზე მეტი პაციენტი ჰყავთ უკვე, რა იცით ამ შტამზე და იმოქმედებს, თუ არა, მასზე ვაქცინა?

-არაფერი ვიცი მეტი. ეს ახალი შტამია, თუ არა, ამის დადგენა დღეს შედარებით უფრო იოლად შეიძლება ვირუსის გენეტიკური სეკვენირებით. საფრთხე ისაა, რომ თუ ეს ახალი შტამი განსხვავებულია არსებული შტამისგან, არ არის ცნობილი რამდენად იმოქმედებს ძველ შტამისთვის შექმნილი ვაქცინა ახალ შტამზე. ამის დადგენასაც დრო და კვლევები დასჭირდება.

თამო კეშელავა, ალია

თეგები: გიორგი კავკასიძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved