• რეკლამა
  • კონტაქტი
02:19, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ტყუილად ხარჯეთ მილიონები. ტყუილად გაასუქეთ რამიშვილი…” – ზურაბ ჯაფარიძე ,,ოცნებას”

ალია ავტორი - ალია
12:58 05-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,462

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,რამდენიმე სიმართლე, რომლებზეც თვალის გასწორება მოგიწევთ სანამ თქვენი პარპაში დასრულდება:

1. არ იმუშავა თქვენმა დეზინფორმაციის კამპანიამ. ტყუილად ხარჯეთ მილიონები. ტყუილად გაასუქეთ რამიშვილი. ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ამ ქვეყანაში არჩევს სადაა სინათლე და სადაა ფეკალიები. ეს ხალხი შევა 2030-ში ევროკავშირში, მათ შორის სწორედ იმის გამოც რომ ზუსტად იცის რა უნდა.

2. არ იმუშავა ლაზარეს სამაგალითო დაჭერა/დასჯამ. არა იმიტომ რომ მერე ზურაბიშვილმა შეიწყალა, არა, უბრალოდ არ იმუშავა. არავის ეშინია. კიდია ყველას თქვენი მუქარები და იმდენჯერ და იმდენ ხანს გამოვლენ ქუჩაში რამდენიც მოგებისთვის იქნება საჭირო (განსხვავებით თქვენი ფორმიანი თუ უფორმო დაქირავებული ხალხისგან).

3. არ გშველით პოლიციელების, დაცვის პოლიციელების, სახელმწიფო დაცვის სპეც სამსახურის, გდდ-ს, წვევამდელების, გადაცმული სპორტსმენებისა და კერძო დაცვის სამსახურების თანამშრომელთა ჯამში გაზრდილი რაოდენობა. აზრი არ აქვს. ტყუილად ეგონა თქვენს ბარტონს რომ ახლა უკვე საკმარისი რესურსი აქვს ქვეყნის გასარუსებლად (შარშან არ გვქონდაო). კიდევ ერთი ამდენი ფორმიანი რომ დაამატოთ, მაინც არ გეყოფათ. სიქას გავაცლით. იქამდე მივიყვანთ რომ ყველანაიური დანამატი და პრემია, რომელსაც ურიცხავთ იმ სისასტიკისთვის რასაც აქციებზე სჩადიან, აზრს დაკარგავს.

4. არ მუშაობს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, მხუთავი აირი და უმოწყალო ცემა აქეთ ხალხზე. უფრო სწორად, პირიქით მუშაობს. გასააზრებლად თქვენთვის ალბათ ურთულესი, თუ არა შეუძლებელი ამბავია, მაგრამ ეს ხალხი სრული შეგნებით თავისუფლებისთვის იბრძვის და რა სპრეი? რა გაზი?

5. და ბოლოს, იმდენი იბოდეთ ამ რევოლუციებზე, არეულობაზე და ორგანიზებულ ჯგუფებზე, ბოლოს თავად დაიჯერეთ რომ რაღაც ეგეთი ხდება. მანდ გენძრევათ ზუსტად. ამ ხალხს არ ჰყავს უფროსი. ყველა ცნობადი სახე რომ დაიჭიროთ, მაინც სახეს აგახევენ. ამ ხალხს არ აქვს წინასწარ შედგენილი გეგმა. რამდენი სუსის აგენტიც არ უნდა ჩანერგოთ დემონსტრანტებში ან, მითუმეტეს, პარტიებში, მაინც ვერ შეძლებთ იმის პრევენციას რაც წინასწარ არავინ იცის. ამ ხალხს წიხლზე კიდია პოლიტიკური ბრძოლის გაცვეთილი და ტრადიციული მეთოდები. რამდენიც არ უნდა გეგმოთ პოლიტიკოსების წინა თაობების მიერ გადადგმული ნაბიჯების საწინააღმდეგო ზომები, ეს ახალგაზრდები ყოველ ჯერზე გაგაოცებენ. გონზე არ ხართ ვისთან და რასთან გაქვთ საქმე. მარტო თქვენ კი არა, აქეთ მხარესაც ძალიან ცოტას ესმის რა ფენომენია ეს და ბოლომდე ალბათ არც არავის. ეს თავისუფლება, უფროსისა და ცენტრალური კოორდინაციის არ არსებობა, და სიახლეზე წასვლის სითამამე (ანუ ყველაფერი ის რაც აქეთ მხარეს სისუსტედ აღიქმება ბევრის მიერ) იქნება ის რაც თქვენ სინამდვილეში მოგიღებთ ბოლოს. არა პარტიები, არა პოლიტიკოსები, არამედ კონკრეტულად ეს.

ვიცი რომ გჯერათ ბატონის შეუცდომლობის. 12 წელი გაქაჩა. აქამდეც ყოფილა შემთხვევები როცა ეჭვი შეგეპარათ მასში, მაგრამ ფაქტია, ყოველ ჯერზე გამოძვრა.

მაგრამ ამჯერად გაგისხათ.

ეს ქვეყანა არ გარუსდება არასდროს.

ეს ქვეყანა 2030-ში გახდება ევროკავშირის წევრი.

ეს ხალხი გდაჯეგავს ყველას და ყველაფერს ვინც და რაც ამ გზაზე გადაეღობება.“

თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved