• რეკლამა
  • კონტაქტი
13:18, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

Tpack – ტემპერატურის დასარეგულირებელი ინოვაციური სისტემა კურიერების ჩანთებისთვის

ალია ავტორი - ალია
16:15 12-13-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,010

სულ მალე თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისის – საკვების გამოძახების მთავარი პრობლემის მოგვარების გზა გაჩნდება. ბაზარზე გამოვა მოწყობილობა, რომელიც კურიერების ჩანთებში დამაგრდება და საკვების გამათბობელ ფუნქციას შეასრულებს. საუბარია ახალ სტარტაპზე, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory-ს სააქსელერაციო პროგრამის Startup Drive-ის მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა და 30 000 ლარით დაჯილდოვდა.

ინოვაციური იდეის ავტორი ფიზიკის მასწავლებელი ელენე მიდელაშვილია, რომელსაც მარტივი გამათბობლის შექმნის იდეა გაკვეთილზე დაებადა, შემდეგ კი შვილის საკვების გადაზიდვის პრობლემებს დაუკავშირა. თუმცა პანდემიის დროს გაჩენილმა ახალმა მოთხოვნებმა მომავალი სტარტაპი უფრო მასობრივი მოხმარების ბიზნესიდეად აქცია.

ელენე მიდელაშვილი, Tpack-ის დამფუძნებელი: „როდესაც Tpack-ზე დავიწყე ფიქრი, პანდემია იყო და სოციალურ ქსელებში ხშირად მხვდებოდა გამოძახებული საკვების ტემპერატურით უკმაყოფილო მომხმარებლების კომენტარები. ამიტომ საჭმლის გამათბობლის მანამდე გაჩენილი იდეა გადამზიდი კომპანიებისა და რესტორნების ბიზნესს უფრო დავუკავშირე, ვიდრე ბავშვთა კვებას. თუმცა იდეა იდეად რჩებოდა. ვფიქრობდი, საკმარისად დახვეწილი არ იყო – მაშინაც კი, როცა Startup Drive-ში გადავწყვიტე მონაწილეობა და სხვა იდეით მივედი. უკვე პროგრამაში ჩართვის და იქაურ ექსპერტებთან კონსულტაციების დროს გამოიკვეთა, რომ გამათბობელ მოწყობილობას ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, წარმატებულ ბიზნესად იქცეს. ისევ გავაცოცხლე მივიწყებული იდეა, თუმცა ის პირველი  პროექტი, რომლითაც კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე, ჟიურის წევრებისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და საშუალება მომცეს,  მასზე მუშაობაც გავაგრძელო. ასე რომ, ნაცვლად ერთისა, ახლა რეალურად ორ პროექტზე ვმუშაობ.

 სტარტაპზე მუშაობა მარტომ დავიწყე, მაგრამ ახლა უკვე მყავს გუნდის წევრი, ირაკლი ჭანტურიძე, რომელთან ერთადაც ვაგრძელებ სტარტაპის განვითარებას. Tpack-ის პროტოტიპი, რომელიც უკვე მზადაა, გამართულად მუშაობს, ტესტირების ეტაპები გავლილია და ახლა გვინდა, უშუალოდ წარმოებაზე გადავიდეთ. Startup Drive-ში მოგებული 30 000-ით სწორედ იმ ხელსაწყოებს შევიძენთ, რომლებიც წარმოების დაწყებისთვისაა აუცილებელი. შემდეგ კი, იმედი გვაქვს, სტარტაპი თავისი მოგებით განვითარდება“.

როგორც ელენე გვიყვება, Tpack-ის ზუსტი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. საკვების ტემპერატურის შესანარჩუნებელი „ლანჩბოქსების“ შესახებ გვსმენია, ასევე პიცის გამათბობელ ყუთებსაც უკვე იყენებენ, თუმცა Tpack სრულიად განსხვავებული მექანიზმია, ის ქმნის გამათბობელ მოწყობილობას, რომლის ზომა და ფორმაც დამოკიდებული იქნება დამკვეთის სურვილზე, გამათბობელი მაგრდება ჩანთაში და ტრანსპორტის დენის წყაროდან იღებს ენერგიას. ის ათბობს  და უნარჩუნებს საკვებს ტემპერატურას, მომხმარებლის სურვილის შესაბამისად. ამასთანავე, მოწყობილობა ძალიან მსუბუქი და თხელია და მარტივად მაგრდება ნებისმიერი ტიპის ჩანთაში.

ელენე მიდელაშვილი, Tpack-ის დამფუძნებელი: „იდეის მოქნილობა, რეალური პრობლემა და  წარდგენილი პროტოტიპი, რომელიც არსებულ პრობლემას ჭრის – ალბათ, ეს იყო Tpack-ის გამარჯვების მიზეზი. ჩვენ შევქმენით რეალური პროდუქტი, რომელსაც არ აქვს ანალოგი და რომელიც რეალურად მუშაობს.

ჩვენ ჟიურის თვალწინ გავათბეთ პიცა, რომელმაც 2 საათზე მეტი ხნით შეინარჩუნა ტემპერატურა. ეს არის პროდუქტი, რომელსაც მომხმარებლისთვის მოაქვს კომფორტი და ამავდროულად, მარტივად გამოსაყენებელია.

საუკეთესო გრძნობაა, როდესაც ისეთი დიდი კომპანია, როგორიც „თეგეტა ჰოლდინგია“, გენდობა და ხედავს შენი იდეის პერსპექტივას. დიდი მადლობა მათ ამ პროექტისთვის და, რა თქმა უნდა, ნდობისთვის. ნამდვილად არ ვფიქრობდი გამარჯვებას, თუმცა სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობის გრძნობაც მოვიდა. წამიერად ვიგრძენი, რომ ჩემი იდეა აღარ იქნება მხოლოდ იდეა და აუცილებლად უნდა მივაღწიო იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე წარმომედგინა“.

Tpack-ის გამარჯვებაში, როგორც ელენე ამბობს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სააქსელერაციო ეტაპმა. მან სწორედ ამ პერიოდში მიიღო ამომწურავი ინფორმაცია მისთვის აქამდე უცნობი პროცესების შესახებ, რომლებიც სტარტაპ ეკოსისტემაში მიმდინარეობს და რომელთა ცოდნაც წარმატებული ბიზნესის დასაწყებად აუცილებელია. შეხვდა პროფესიონალებს, რომლებმაც გაუზიარეს გამოცდილება, დაანახვეს პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზეც ერთად იმსჯელეს.

ელენე მიდელაშვილი, Tpack-ის დამფუძნებელი: „რომ არა Startup Drive, ალბათ ეს იდეა დიდხანს დარჩებოდა იდეად და მისი რეალობად ქცევა ძალიან გამიჭირდებოდა. ახლა მაქვს მეტი საშუალება და სტარტაპსაც აქვს მეტი პერსპექტივა, რომ სწორად და კარგად განვითარდეს.

Tpack აუცილებლად დაიმკვიდრებს თავის ნიშას. საკმაოდ საინტერესო და მრავალმხრივი განვითარება შეიძლება ჰქონდეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ასე რომ, გაბედეთ და დაიწყეთ! არ გადადოთ, დაიწყეთ დღესვე! იდეა თავის თავს გამოძერწავს, დაიხვეწება, შეიძლება საერთოდაც შეიცვალოს ფორმა, მაგრამ გჯეროდეთ, რომ ყველაფერი გამოვა და ისეთ შედეგს დაინახავთ, შეიძლება საკუთარი თავიც კი გააოცოთ“.

Startap Drive „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory-ს მხარდაჭერით გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. აქსელერაციის ეტაპებზე 20-ამდე სტარტაპი შეირჩა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. ფინალურ ეტაპზე გადასული 7 მონაწილიდან კი გამარჯვება 3-მა სტარტაპმა მოიპოვა და, ჯამში, 200 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო.

აქსელერაციის პროგრამა ავტოინდუსტრიის მიმართულებით მომუშავე სტარტაპებისთვის პირველად განხორციელდა.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved