ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემი საყვარელი ავტობრენდი – Toyota-ა. მთელი რიგი მოსაზრებების გამო – “კაცური” მანქანაა, რომელსაც საქართველოში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას. არა ტექნიკურ/ფუნქციონალური – არამედ რეპუტაციულ/პოლიტიკური. ტოიოტების მეპატრონეებმა – დააზღვიეთ თქვენი საყვარელი ავტომეგობრები. არ ვიცი – სადაზღვევო პაკეტი თუ ითვალისწინებს “ნაცებისაგან დაზღვევას”, მაგრამ – “დროა”, რამეთუ “სირცხვილია”.
ამათმა შეიძლება მათზე ნადირობა განოაცხადონ.

საქმე იმაშია, რომ Toyota-მ უარი განაცხადა თავისი ქარხნის დახურვაზე სანქტ-პეტერბურგში და რუსული ბაზრიდან გასვლაზე, სადაც წელიწადში – RAV4 და Camry-ს მარკის 100 ათასს ავტომანქანას უშვებენ. კომპანიის მიერ რუსეთის ბაზარზე გაყიდვებმა მხოლოდ გასულ წელს 98 ათასს გადააჭარბა. კომპანიის ოფიციალური განცხადებით – რუსეთში არც ქარხნის და არც არსებული ორი დილერ/ცენტრის დახურვის გადაწყვეტილება არ იგეგმება“ – წერს ქართველიშვილი.
კომენტარები