• რეკლამა
  • კონტაქტი
02:58, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Toyota, Ford, Mercedes – რომელი ავტომობილებია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი?

ალია ავტორი - ალია
18:50 12-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,325

TBC Capital-მა ავტომობილების ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოში ყველაზე მოთხოვნად ბრენდად ისევ Toyota რჩება, რომელიც ტოპ ათეულში ოთხი მოდელითაა წარმოდგენილი, მათ შორისაა: Camry, Prius, Prius C და Rav 4.

მიმდინარე წელის ყველაზე მოთხოვნადი ბრენდები ასე ნაწილდება:

1. Toyota
2. Ford
3. Mercedes
4. Opel
5. Hyundai
6. Chevrolet
7. Volkswagen
8. BMW
9. Subaru
10. Honda

ქვეყნის მასშტაბით სულ 1.6 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული, მათი 82% კი მსუბუქი კატეგორიისაა, 6.9% სატვირთოებზე მოდის, 3.4% – ავტობუსებზე, დარჩენილი ნაწილი კი სპეც. ტექნიკასა და მოტოციკლებზე ნაწილდება.

ქალაქების მიხედვით ავტომობილების ყველაზე დიდი კონცენტრაცია, ბუნებრივია, თბილისშია, სადაც საერთო რაოდენობის 35%-ია წარმოდგენილი, ანუ 461,000 ერთეული.

მომხმარებლის პრეფერენციის მიმართულებით რამდენიმე თვალსაჩინო ტენდენცია ფიქსირდება, პირველ რიგში, SUV ტიპის (ე.წ. ჯიპი) ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება, მომხმარებლის ინტერესი ჰეჩბექის ტიპის მანქანების მიმართ მკვეთრად ეცემა, რაც შესაბამისობაშია გლობალურ ტენდენციებთან.

წლის ყველაზე მოთხოვნადი მოდელები:

1. Toyta Camry
2. Ford Transit
3. Toyota Prius
4. Chevrolet Cruze
5. Hyundai Elantra
6. Toyota Prius C
7. VW Jetta
8. Toyota Rav 4
9. VW Passat
10. Opel Astra

ადგილობრივი ბაზრის 30%-ს Toyota აკონტროლებს, უცხოეთის ბაზარზე კი იაპონურ გიგანტს სრული დომინაცია აქვს, კერძოდ, რეექსპორტის 66% Toyota-ზე მოდის.

რეექსპორტის მხრივ ყველაზე მაღალი მოთხოვნა ახალ და 5-6 წლის ავტომობილებზეა, 20 წელზე ძველ ავტომობილებზე მოთხოვნა კი უცხოეთში თითქმის ნულის ტოლია.

წელს ტოპ საექსპორტო ბაზრად ისევ აზერბაიჯანი რჩება, რომელზეც საერთო მოცულობის 38% მოდის, 19%-იანი ბაზრის წილით მეორე ადგილზე უკრაინაა, რეექსპორტის 12% სომხეთზე მოდის, 32% კი – სხვა სახელმწიფოებზე.

წყარო – bm.ge

თეგები: ავტომობილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved