დღეს სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, ხვალ, მთავარი ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ოფიციალურად გადააყენებენ. ამის შესახებ დღეს, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.
მისი განცხადებით, გუშინ ამ საკითხზე “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოც შეიკრიბა.
“ფორტუნა” ინფორმაციის გასარკვევად ენმ-ის პრესსამსახურს დაუკავშირდა.
როგორც პარტიაში განაცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუეა:
“გუშინ პოლიტსაბჭოს სხდომა არ ყოფილა და მსგავსი რამ არც განიხილება არანაირ ფორმატში. ამიტომ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის აბსოლუტური სიცრუე”, – განაცხადეს პარტიაში.
კომენტარები