ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამ წუთებში ათონელის რეზიდენციაში იმყოფება, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აცნობს.
მარიამ ჯიშკარიანმა შეხვედრის დაწყებამდე Facebook-ზე დაწერა:
“ცენტრი “ემპათია”-ს განცხადება, მიხეილ სააკაშვილის დასკვნასთან დაკავშირებით: ჩვენ არაერთგზის ვაცხადებდით, რომ მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებდა საზღვარგარეთ გაყვანას, სამწუხაროდ, ეს არავინ გაიზიარა. ამჟამად, ჩვენი დასკვნა ასახავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გამოიკვეთა სრულყოფილი ტოკსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას ევროპის ან აშშ-ს მულტი პროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს.”
კომენტარები