• რეკლამა
  • კონტაქტი
03:57, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ მოზარდებისთვის უსაფრთხო მართვისა და გარემოს დაცვის შესახებ თემატური ტრენინგი შეიმუშავა

ალია ავტორი - ალია
15:40 05-16-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ სერტიფიცირებულმა ტრენერებმა წმინდა ილია მართლის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, უსაფრთხო მართვასა და გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებით, რამდენიმე კომპონენტისგან შემდგარი თემატური ტრენინგი ჩაუტარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თემატურ ტრენინგზე, რომელიც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ გაიმართა, 16–17 წლის25 მოზარდს, ცენტრის თანამშრომლებმა უსაფრთხოდ მართვის, ავტომანქანის უახლესი უსაფრთხოების სისტემებისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ ასაკის შესაბამისად ადაპტირებული ინფორმაცია ვიზუალური მასალის თანხლებით მიაწოდეს და მოსწავლეებს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მაგალითები გაუზიარეს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ადმინისტრაციული მენეჯერის, სოფიო იობაშვილის ინფორმაციით, კომპანიამ მოსწავლეებზე გათვლილი თემატური ტრენინგი სპეციალურად შეიმუშავა, რათა ახალ თაობას მოზარდობის ასაკიდანვე დაეხმაროს იმ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში, რაც კარგ მძღოლობას, სოციუმის უსაფრთხოებას და  გარემოსდაცვით გამოწვევებს უკავშირდება.

„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ გადაწყვიტა,სპეციალურად მოზარდებისთვის შეემუშავებინა პოპულარული თემატური ტრენინგი, გაემდიდრებინა ასაკთან ადაპტირებული ინფორმაციითა და ვიზუალური მასალით, რაც ახალ თაობას დაეხმარება გააცნობიეროს, თუ რა სამოქალაქო პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული ავტომობილის უსაფრთხო მართვა, როგორია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები, რას ნიშნავს კარგი მძღოლობა, ზრუნვა გარშემომყოფებსა და გარემოს დაცვაზე. ტრენინგის სამიზნე ჯგუფად სპეციალურად შევარჩიეთ სკოლის მოსწავლეები, 16-17 წლის მოზარდები, რომლებიც სწორედ ამ ასაკში იწყებენ ავტომობილის მართვის საფუძვლების შესწავლას სკოლაში. ვფიქრობთ, ამ ასაკიდან უნდა მივაწოდოთ ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი საჭირო ინფორმაცია. მსგავსი აქტივობებით „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მომზადებას უსაფრთხო მართვის კუთხით, მათი ცნობიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას. ვიმედოვნებთ, სამომავლოდ, ჩვენი ახალი თაობა გაცილებითუკეთ გააცნობიერებს უსაფრთხო მართვასთან და გარემოსდაცვასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს“, – განმარტავს სოფიო იობაშვილი.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თინათინ მაკარიძემ მოზარდებს „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ გლობალური გარემოსდაცვითიგამოწვევები და მათ დასაძლევად ტოიოტას მიერ შემუშავებული უახლესი ეკომეგობრული ტექნოლოგიები გააცნო, ასევე, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გარემოსდაცვით აქტივობებზე ესაუბრა.

„უსაფრთხოების ნორმებისა და ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის კრიტერიუმების გარდა, გადავწყვიტეთ, მოზარდებს გავაცნოთ ის გარემოსდაცვითი გამოწვევები, რომლებზეცტოიოტა, როგორც გლობალური ქსელი, აქტიურად მუშაობს და ამ მიმართულებით ქმნის ისეთ უახლეს, მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ეკომეგობრულ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ჰიბრიდულძრავიანი სერიული ავტომობილები, ელექტრომობილები და წყალბადის ძრავაზე მომუშავე მოდელები; განვუმარტეთ, რომ ელექტრომობილებსა და წყალბადის ძრავიან ავტომობილებს საერთოდ არ აქვთ მავნე გამონაბოლქვი და სწორედ ამ ნულოვანი ემისიის გამო მათი ზემოქმედება გარემოზე მინიმალურია. ვისაუბრეთ „ტოიოტაცენტრი თბილისზე“, როგორც ტოიოტას ოფიციალურ წარმომადგენელზე ჩვენს ქვეყანაში, რომელიც უკვე 27 წელია ფუნქციონირებს, შევეხეთ იმ გარემოსდაცვით აქტივობებს, რომლებსაც ცენტრის ხვადასხვა ტიპის ნარჩენების მართვის კუთხით ახორციელებს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან სახიფათო ნარჩენების მართვა ერთ-ერთი სენსიტიური თემაა. ვფიქრობთ, მსგავს საკითხებზე აქცენტირება მნიშვნელოვანია, რათა მოზარდებმა გააცნობიერონ, რომ სახიფათო ნარჩენები ჩვენს გარემოში არ უნდა მოხვდეს. სულ მალე ეს ახალგაზრდები ჩვენი სოციუმის ყველაზე აქტიური წევრები გახდებიან, მათი უმრავლესობა ავტომობილის საჭესაც მიუჯდება. ვფიქრობთ, მათ აქედანვე უნდა გააცნობიერონ ის პასუხისმგებლობა, რაც უსაფრთხო მართვას დაგარემოსდაცვით გამოწვევებს უკავშირდება“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

ტერნინგის დასასრულს, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ წარმომადგენლებმამოსწავლეებისთვის, სპეციალური დანადგარისმეშვეობით, ავტოავარიის სიმულაციის დემონსტრირება მოახდინეს. მოზარდებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, თუ როგორ იცავსსინამდვილეში ავტომობილის ამოტრიალებისასმძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებასშეკრული ღვედი.

„ტრენინგი ძალიან მომეწონა, რადგან დაინტერესებული ვარ ავტომანქანებით. ბევრი რამ ახალი გავიგე. ვფიქრობ, ეს ყველაფერი აუცილებლად გამომადგება სამომავლოდ. განსაკუთრებულად საინტერესო იყო ავარიისსიმულაცია. მივხვდი, რომ შეკრული ღვედი უსაფრთხოებას ნამდვილად იცავს. ისიც აგვიხსნეს, რომ ავტომობილის სალონში არ უნდა იყოს მიმოფანტული არასაჭირო ნივთები, მძღოლს მხოლოდ აუცილებელი ნივთები უნდა ჰქონდეს და ისინიც დაფიქსირებული ან დამაგრებული უნდა იყოს სალონში. უკვე ვხვდები, რომ ვიდრე მართვის მოწმობას ავიღებ. ბევრი რამ მაქვს სასწავლი, არამარტო პრაქტიკული, არამედ თეორიული კუთხითაც“, – ამბობს წმინდა ილია მართლის სახელობის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თეიმურაზ კრიჭაშვილი.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ წარმომადგენლები განმარტავენ, მოზარდებისთვის განკუთვნილ ტემატურ ტრენინგს კომპანიასხვადასხვა საჯარო სკოლის უფროსკლასელებსგარკვეული პერიოდულობით შესთავაზებს.

თეგები: ტოიოტა ცენტრი თბილისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved