• რეკლამა
  • კონტაქტი
15:41, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ –  ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს ყველა პირობა შევუქმნათ, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ჩვენთან ერთად გაიზიაროს

ალია ავტორი - ალია
13:11 09-20-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
542

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ საქმიანობის პროცესში მნიშვნელოვნად მიიჩნევს ეკომეგობრულობის პრინციპების გატარებას, რაც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მსგავსი მიდგომებით, ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში არა მხოლოდ იზიარებს „ტოიოტას“ ფილოსოფიასა და მის გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს, არამედ უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ტოიოტას ბრენდის იმ მოდელებსა და ორიგინალი წარმოების ავტონაწილებზე ხელმისაწვდომობას, რომელთა ექსპლუატაცია გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს.

 

„ტოიოტა ცენტრი თბილისში“ აღნიშნავენ, რომ ეკომეგობრულობის კონცეფციის დანერგვა თანამშრომლების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაღრმავებით იწყება, რადგან კომპანიის ეფექტიანი მართვა შეუძლებელია თანამშრომელთა ჩართულობის გარეშე. ამ მიზნით კომპანია რეგულარულ ტრენინგებს ატარებს თანამშრომლებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრში ყურადღება ექცევა ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის რაციონალურად მოხმარებას, ცენტრის ტერიტორიაზე გროვდება პლასტმასის ნარჩენები და შესაბამის კომპანიას გადასამუშავდებლად გადაეცემა, მუდმივად ახლდება სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვისა და მათი რეციკლირების მეთოდები. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ერთ-ერთი პირველი იყო ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის საქართველოში, რომელმაც ნარჩენების მართვა სახელმწიფო რეგულაციების შესაბამისად დაიწყო და გარემოსდაცვითი საკითხების მართვის პროცესშიც აქტიურად ჩაერთო. სპეციფიკური ნარჩენების რეციკლირების მხრივ კი, უნდა აღინიშნოს, რომ „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ხელახლა მოიხმარს ავტომანქანის გამოყენებულ და ნარჩენ ზეთებს. მათი რეციკლირება ხდება ამერიკული წარმოების გათბობის სისტემაში, რომლის ფუნქციონირებაც მეორად ზეთზეა გათვლილი.

 

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“  ინფორმაციით, „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას ეკომეგობრული ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით ცდილობს. ავტომწარმოებლის უმთავსესი გარემოსდაცვითი პრიორიტეტი 2050 წლამდე CO2-ის ნულოვანი ემისიაა, როგორც ახალი თაობის ავტომობილების ექსპლუატაციის, ასევე მთლიანად საწარმოო პროცესში. „ტოიოტას“ ჰიბრიდულძრავიანი მოდელები, რომლებიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში, ავტომწარმოებლის გლობალური გარემოსდაცვითი კონცეფციის ნაწილია. „ტოიოტამ“ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო ჰიბრიდულძრავიანი სერიული წარმოების მძლავრი ავტომობილების შექმნა და 21-ე საუკუნეშიც პირველმა შეაბიჯა ჰიბრიდებით. დღეს „ტოიოტა“ წარმატებით მუშაობს იმ მიმართულებით, რომ ყველა სამოდელო ხაზი ჰიბრიდებით შეავსოს, რადგან ამ ტიპის ავტომობილები გარემოს მინიმალურ ზიანს აყენებს. მართალია, ამ ეტაპზე, საერთაშორისო საავტომობილო ბაზარზე არსებობს ნახევარგამტარებთან დაკავშირებული დროებითი შეფერხებები, რაც გლობალური გამოწვევაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა გამოწვევის გადალახვაში „ტოიოტას“ კაიზენური მართვის მიდგომები ეხმარება. სწორედ ამიტომ, კორპორაციაში იმედოვნებენ, რომ ამ გამოწვევასაც მალე დაძლევენ. პარალელურად, ავტომწარმოებელი აქტიურად ქმნის ისეთ ინოვაციურ, უსაფრთხო და ალტერნატიულ ტექნოლოგიებს, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა საწვავის, მათ შორის „მწვანე წყალბადის“ მოხმარებაზეა დაფუძნებული.

 

როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოში ჰიბრიდებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია, თუმცა „ტოიოტას“ ჰიბრიდული ტექნოლოგიებით მომხმარებლის დაინტერესება ერთბაშად არ მომხდარა. წლების მანძილზე მომხმარებლის სკეფსისის დაძლევასა და მისი ცნობიერების ამაღლებაში, „ტოიოტა ცენტრი თბილისს“, როგორც ტოიოტას პირველ ოფიციალურ დილერს საქართველოში, სოლიდური წვლილი მიუძღვის. შედეგად, ჩვენს ქვეყანაში მომხმარებელს ნაბიჯ-ნაბიჯ უყალიბდება სოციალური პასუხისმგებლობა და გაცილებით მეტს ფიქრობს, თუ როგორ შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება. მთავარია ისიც, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ავტომობილს მართავენ, უკვე კმაყოფილებას ანიჭებთ ის გონივრული გადაწყვეტილებები, რომელსაც თვითონ იღებენ, რადგან წინასწარ იციან, რომ თავიანთი ქმედებებით გარემოს ნაკლებად დააზიანებენ. „ტოიოტას“ ფილოსოფიაც სწორედ ასეთ მიდგომებს ეფუძნება: შეუქმნას მომხმარებელს ყველა პირობა, რომ ის მეტად ეკომეგობრული გახდეს, ავტომწარმოებელთან ერთად იტვირთოს სოციალური პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პროცესებში მას პარტნიორობა გაუწიოს.

 

 

 

 

 

თეგები: ტოიოტა ცენტრი თბილისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები  გრძელდება
ახალი ამბები

პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება

13:51 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved