• რეკლამა
  • კონტაქტი
04:48, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სიახლეს – გახანგრძლივებულ საგარანტიო პაკეტ „ტოიოტა 10“-ს სთავაზობს

ალია ავტორი - ალია
13:01 05-20-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,059

ტოიოტას პირველი ოფციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს საგარანტიო მომსახურებასთან დაკავშირებულ სიახლეს სთავაზობს. ახალი პაკეტი – „ტოიოტა 10“, სამი წლის ნაცვლად, საგარანტიო მომსახურების გახანგრძლივებას 10 წლამდე გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, სიახლე ვრცელდება ოფიციალურ დილერთან შეძენილ იმ ავტომობილებზე, რომლებსაც სრული გეგმური ტექნიკური მომსახურება ტოიოტას სერტიფიცირებულ სევისცენტრში უტარდება. პაკეტი „ტოიოტა 10“ ამოქმედდება აღნიშნული პირობის დაცვის შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ამოიწურება ავტომობილზე გაცემული ქარხნული გარანტია, რომლის ვადაც 3 წელია 100 000 კილომეტრამდე გარბენის შესრულებამდე. ახალი გაფართოებული პაკეტი ძალაში შედის ყოველი სრული გეგმური ტექნიკური მომსახურების შემდეგ და აქტიურია მომდევნო გეგმურ მომსახურებამდე, ავტომობილის თავდაპირველი გაყიდვის თარიღიდან მაქსიმუმ 10 წლის განმავლობაში, ან 160 000 კილომეტრამდე გარბენის შესრულებამდე.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გაგუას განცხადებით, ეს სიახლე მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ქარხნული გარანტიის ამოწურვის მიუხედავად, დამატებითი საგარანტიო მომსახურებით ისარგებლოს.

„ვფიქრობთ ეს სიახლე უთუოდ დააინტერესებს ჩვენს მომხმარებელს. ქარხნული გარანტიის ამოწურვის დღიდან მოქმედებას დაიწყებს დამატებითი დაფარვის პირობები იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს გავლილი აქვს სრული გეგმური ტექნიკური მომსახურება ტოიოტას სერტიფიცირებულ სერვისცენტრში. რაც შეეხება ჰიბრიდულ სისტემას, ის ქარხნული გარანტიით მოცულია 5 წლის განმავლობაში, „ტოიოტა 10“ კი უზრუნველყოფს ამ პერიოდის განხაგრძლივებას დამატებით 5 წლით და გარბენის დამატებით 60 000 კილომეტრით გაზრდას. 10 წლამდე გახანგრძლივებული საგარანტიო პაკეტი მოიცავს მომხმარებლის მომსახურებას ტოიოტას ორიგინალი წარმოების სათადარიგო ნაწილებითა და აგრეგატებით, რომლებსაც ოფიციალურ დილერს თავად მწარმოებელი აწვდის. გარდა ამისა, „ტოიოტა 10“-ის ფარგლებში, მომხმარებელს ნებისმიერი სახის ტექნიკურ მომსახურებას გაუწევენ ტოიოტას მიერ სერტიფიცირებული ტექნიკოსები უახლესი დიაგნოსტიკური აღჭურვილობის გამოყენებით. და ბოლოს, რაც ასევე ძალიან დააინტერესებს მომხმარებელს არის ის, რომ „ტოიოტა 10“-ის საგარანტიო პირობები ავტომობილის ახალ მფლობელზეც გადადის“, – აღნიშნავს ნინო გაგუა.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, მომხმარებელს, რომელსაც სურს ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს „ტოიოტა 10“-ის შესახებ, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 ან ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved