• რეკლამა
  • კონტაქტი
19:56, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრი ბათუმსა“ და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ალია ავტორი - ალია
14:17 08-26-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
819

„ტოიოტა ცენტრი ბათუმსა“ და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კომპანიის დირექტორებმა, გოდერძი სურმანიძემ და ირაკლი არჩაიამ, მოაწერეს ხელი. ეკოლოგიის, კულტურის, განათლებისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობა – ეს ის ძირითადი მიზნებია, რომლებსაც გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან პარტნიორობა პასუხობს ტოიოტას გლობალური ხედვის იმ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ეკოლოგიასა და გარემოზე ზრუნვას ეხება. ტოიოტა არის ავტოინდუსტრიის მოწინავე ბრენდი, რომელმაც მსოფლიოს პირველმა გააცნო ჰიბრიდული ტექნოლოგია და შესთავაზა ეკომეგობრული საყოველთაო ტრანსპორტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღესაც ვცდილობთ და ვიზიარებთ ტოიოტას ხედვას, რომ მიაღწიოს „ნულს მიღმა“ სტრატეგიას. აღნიშნული პოლიტიკა გულისხმობს ისეთი ტრანსპორტის განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ემისიებისა და გამონაბოლქვის შემცირებას. ვფიქრობთ, ბოტანიკური ბაღი ის ადგილია, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული გარემოსთან და ეკოლოგიასთან, აქვს მდიდარი ისტორია და მრავალფეროვანი ეკოლოგიური მემკვიდრეობა. სწორედ ამიტომ ჩვენთვის საამაყოა, ვიყოთ ბოტანიკური ბაღის პარტნიორი და ერთობლივად განვახორციელოთ მნიშვნელოვანი კულტურული, საგანმანათლებლო და ეკოლოგიური პროექტები“.

ხელმოწერის ცერემონიაზე „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ წარმომადგენლები ბოტანიკურ ბაღს სიმბოლურად ეკომეგობრული Toyota Rav 4 Plug-In მოდელით ესტუმრნენ. ამით ხაზი გაუსვეს ბრენდის გლობალურ სტრატეგიას, რომელიც ეკოლოგიაზე ზრუნვას გულისხმობს. Toyota Rav 4 Plug-In არის დამუხტვადი ჰიბრიდი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია როგორც ელექტრული, ისე ჰიბრიდული რესურსის გამოყენება. მსოფლიოში ეკოლოგიური კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, ეს ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული სატრანსპორტო საშუალებაა.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმისა“ და ბოტანიკური ბაღის პარტნიორობა სარგებლის მომტანი იქნება არა მხოლოდ ხელმომწერი მხარეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. გარემოს დაცვის მიმართულებით რამდენიმე პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, მათ შორის არის იაპონური ბაღების მოვლა-განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები.

ირაკლი არჩაია, „ბათუმის ბოტანიკური ბაღის“დირექტორი: „ბათუმის ბოტანიკური ბაღისათვის კერძო სექტორის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით „ტოიოტა ცენტრი ბათუმთან“ საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას, რომელიც გულისხმობს ეკოლოგიის, განათლების, კულტურისა და სპორტის განხრით დაგეგმილი აქტივობების მხარდაჭერას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ღირებულია ტოიოტას, როგორც იაპონური ბრენდის, წვლილი იაპონური ბაღების სამომავლო განვითარებასა და რეკონსტრუქციაში“.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ აქტიურადაა ჩართული რეგიონის ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტში, რომლებიც უკავშირდება ბრენდის ღირებულებებს. ბოტანიკურ ბაღთან კულტურულ-საგანმანათლებლო და ეკოლოგიური მიმართულებით პარტნიორობა სწორედ ბრენდის გლობალურ მიზნებს პასუხობს და ადასტურებს, რომ ტოიოტა აგრძელებს განვითარებას და გლობალური პოლიტიკის მთავარი მიმართულების – „ნულს მიღმა“ სტრატეგიის ერთგულებას.

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved