• რეკლამა
  • კონტაქტი
23:59, პარასკევი, 9 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ გემის მომავალ კაპიტან გოგოს სწავლას დაუფინანსებს

ალია ავტორი - ალია
16:39 06-26-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
601

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტის, მომავალი გემის კაპიტნის, მარიამ ტუსკიას ერთი წლის სწავლის საფასურს „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ დააფინანსებს. საჩუქარი მას მეზღვაურის პროფესიულ დღეს საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცა.

მარიამი საზღვაო აკადემიის იმ გოგონებს შორისაა, რომლებმაც გაბედული ნაბიჯი გადადგეს, გეზი დინების საწინააღმდეგოდ აიღეს და სტერეოტიპულად „არაქალური“ პროფესია აირჩიეს. მან პირველ პროფესიაზე, ბიზნესადმინისტრირებაზე,უარი ორი წლის წინ თქვა და ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ კი ახლობლებსაც გამოუტყდა, რომ ახალი ოცნება ჰქონდა – გემის კაპიტანი უნდა გამხდარიყო.

მარიამ ტუსკია, ბათუმის საზღვაო აკადემიის,გემის ნავიგაციის სტუდენტი: „ორი წლის წინ, როცა ამ პროფესიის არჩევა გადავწყვიტე, წარმოდგენაც არ მქონდა, რეალურად სად მივდიოდი. მას შემდეგ, რაც სწავლის პროცესში ჩავერთე და მივხვდი, რას ნიშნავს ეს პროფესია, დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ისაა, რისი კეთებაც მინდა. როცა პრაქტიკა დავიწყეთ და ზღვაში პირველად გავედით, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ხმელეთზე დაბრუნება აღარ მინდოდა.

მიყვარს გამოწვევები, სიახლეების ძიება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. არ მიჭირს სირთულეებთან გამკლავება, ამიტომ ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილებაც ძალიან მყარია. ჩემზე არც იმ არასერიოზულ და ზედაპირულ დამოკიდებულებას უმოქმედია, რომელიც ჩემი ოჯახისგან და მეგობრებისგან შემხვდა, როცა საზღვაო აკადემიაში სწავლა გადავწყვიტე. იმასაც მეუბნებოდნენ, რომ ეს არ არის გოგოს საქმე და მალე შევიცვლიდი გადაწყვეტილებას. მაშინ კიდევ უფრო დიდი სურვილი გამიჩნდა, დამემსხვრია ჩემ გარშემო არსებული სტერეოტიპები და ჩემი არჩევანის სერიოზულობაში ყველა დამერწმუნებინა. ახლა მათაც სჯერათ, რომ შევძლებ ოცნების ახდენას – კაპიტნის წოდებასაც მოვიპოვებ და მომავალში ჩემი გემიც მეყოლება“.

“ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ მეზღვაურების მხარდაჭერას უკვე მესამე წელია აგრძელებს. წელს კი კომპანიამ ღონისძიების ოქროს სპონსორის სტატუსი მიიღო. მარიამ ტუსკია მეორე გოგონაა, რომლის სწავლის საფასურსაც კომპანია გადაიხდის. გასულ წელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ მიერ მექანიკოსი მარიამ გურგენიშვილი დაფინანსდა.

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ პოლიტიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილია მეზღვაურების მხარდაჭერა და განსაკუთრებით იმ გოგონების წახალისება, რომლებმაც საზღვაო პროფესიები აირჩიეს.გვიხარია, რომ წვლილი შეგვაქვს გაბედული და მამაცი ადამიანების მომავალ წარმატებაში. სწორედ ისინი ამსხვრევენ სტერეოტიპებს და ამტკიცებენ, რომ არ არსებობს ქალისა და მამაკაცის პროფესიები და რომ მათაც ისევე შეუძლიათ იყვნენ წარმატებული მექანიკოსები და კაპიტნები, როგორც მამაკაცებს.

მეზღვაურის პროფესია ქვეყნის წარმატებისთვის საკვანძო მიმართულებადაა მიჩნეული. მეტი წარმატებული მეზღვაური ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. სწორედ ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება“.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მარიამ ტუსკია იმ რამდენიმე გოგოს შორის შეარჩია, რომლებიც საზღვაო აკადემიაში ახლა სწავლობენ. რეკომენდაცია თავად აკადემიისგან მიიღო. როგორც ამბობს, მოხარულია, რომ უკვე მოახერხა და სასწავლებელში ყველას თავი დაამახსოვრა. ახლა კი, „ ტოიოტა ცენტრი ბათუმთან“ ერთად, საშუალება აქვს, იმ გოგონებს შემატოს გამბედაობა, რომლებსაც მეზღვაურის პროფესიის არჩევა სურთ.

მარიამ ტუსკია, ბათუმის საზღვაო აკადემიის,გემის ნავიგაციის სტუდენტი: „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ჯილდოსთვის ვფიქრობ, სწავლისა და მონდომების გამო შემარჩიეს. 16 წლიდან ვმუშაობ და სამსახური ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ახლაც, სწავლის პარალელურად, ერთ-ერთ კაფეში სუპერვაიზერის პოზიციაზე ვარ. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ყველას თავი დავამახსოვრე იმით, რომ გამოცდებზე მაქსიმალურ ქულებს ვიღებ. ეს ფაქტი ყველას ძალიან უკვირს. ის, რაც ადამიანს ძალიან უნდა და რისკენაც მთელი გულით ისწრაფვის,აუცილებლად მიღწევადია.

ძალიან მიხარია, რომ სტერეოტიპები იმსხვრევა და მსგავსი წამახალისებელი და მხარდამჭერი ნაბიჯები უდიდესი სტიმულის მომცემია ჩემთვისაც, ვინც უკვე გადავდგი ეს ნაბიჯი და მათთვისაც, ვისაც გადაწყვეტილების მიღების ჯერ კიდევ ეშინია“.

“ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ სამომავლოდაც გააგრძელებს საზღვაო განათლების მხარდაჭერას, სხვადასხვა კრიტერიუმებით შერჩეული სტუდენტების წახალისებას და მათ პროფესიულ წინსვლაში წვლილის შეტანას.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

თეგები: ტოიოტა ცენტრი თბილისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved