• რეკლამა
  • კონტაქტი
21:40, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სპეციალური შეთავაზებები ივნისის ბოლომდე გაგრძელდება

ალია ავტორი - ალია
14:07 03-21-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
771

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას სპეციალურ ფასად – 225 ლარად სთავაზობს, პარალელურად, ტოიოტას 5 მოდელისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრულ სერვისში მძღოლები ასევე სპეციალურ ფასს – 150 ლარს გადაიხდიან. ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სპეცშეთავაზება ტოიოტას ბრენდის ნებისმიერ ჰიბრიდულძრავიან მოდელზე ვრცელდება, ხოლო ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლა კი – შემდეგ მოდელებზე: Toyota C-HR, Toyota Prius, Toyota Camry, Toyota Corolla და Toyota RAV4. სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობას ფიზიკური პირები მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე შეძლებენ.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, რომ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა, რაც გადაცემათა კოლოფის ტიპიდან გამომდინარე, 40 000-დან 80 000-მდე კმ გარბენზეა რეკომენდებული, უზრუნველყოფს გადაცემათა კოლოფის მსუბუქ და უსაფრთხო მუშაობას, შეამცირებს დატვირთვის კოეფიციენტს, საწვავის მოხმარებას და ამასთან ერთად, ავტომობილის ექსპლუატაციის ვადას გაახანგრძლივებს.


რაც შეეხება ძრავის ზეთისა და ფილტრის განახლებას, კომპანიის განმარტებით, ეს მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძრავის ხანგრძლივი, ეფექტიანი მუშაობისთვის. სათანადოდ შერჩეული, მაღალხარისხიანი ძრავის ორიგინალი ზეთი და ფილტრი, რომლებსაც „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სთავაზობს, მაქსიმალურად იცავს ავტომობილის ძრავას დაზიანებისა თუ გადახურებისგან, აძლევს მას სრული სიმძლავრის გამომუშავების შესაძლებლობას, ხელს უშლის მავნე ნარჩენების წარმოქმნას და უზრუნველყოფს ავტომობილის ეფექტიან და ბიუჯეტურ მართვას.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აღნიშნავენ, კომპანიაში, პარტნიორ ბანკებთან კოლაბორაციით, მომხმარებელის ინტერესებზე მორგებული კიდევ ერთი სიახლე დაინერგა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს გარანტირებულად მაღალი ხარისხის ნებისმიერი ორიგინალი ავტონაწილი და ამასთან ერთად, მიიღოს სასურველი სერვისი ტოიოტას სერტიფიცირებული ტექნიკოსებისგან ხოლო საფასური ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში, ავტონაწილის ღირებულება და/ან ტექმომსახურების საფასური 4 თანაბარ ნაწილად გაიყოფა და 4 თვეზე განაწილდება. შესაბამისად, 4 თვის მანძილზე მომხმარებელი ნაწილ-ნაწილ გადაიხდის ზუსტად იმდენს, რამდენიც შეძენის მომენტში ღირდა ავტონაწილი და/ან გაწეული ავტო-ტექსერვისი.  კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებელს, რომელსაც სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა სურს, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved