• რეკლამა
  • კონტაქტი
21:15, პარასკევი, 9 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენა-შეცვლაზე ფასდაკლების სპეციალური კამპანია ამოქმედდა

ალია ავტორი - ალია
13:34 04-19-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
523

„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ ტოიოტას ყველაზე მოთხოვნადი, ორიგინალი ავტონაწილების შეძენასა და მათი შეცვლის სერვისზე ფიზიკური პირებისთვის ფასდაკლების სპეციალური კამპანია აამოქმედა. გარდა ამისა, ტოიოტას გარკვეული მოდელებისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლას მომხმარებელი ასევე განსაკუთრებულ ფასად შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, 18 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, სპეციალური კამპანიის ფარგლებში, ტოიოტას ორიგინალი ავტონაწილების შეძენასა და მათი შეცვლის სერვისს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს 15%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.

„ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ფასდაკლებით შეიძინოს ტოიოტას ისეთი მოთხოვნადი ორიგინალი ავტონაწილები, როგორიცაა: წინა და უკანა ხუნდები, ძრავის ზეთი, ზეთისა და სალონის (კონდიციონერის) ფილტრები, სამუხრუჭე სითხე და ასევე, მინის საწმენდები. ამ ავტონაწილების შეძენისას მომხმარებელი 15%-ით ნაკლებს გადაიხდის და დამატებით, 15%-იან შეღავათს მიიღებს შესაბამისი სერვისისთვის. გარდა ამისა, მძღოლები განსაკუთრებულ ფასად – 150 ლარად შეძლებენ ტოიოტას 5 მოდელისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრული მომსახურების მიღებას. ეს მოდელებია: C-HR, Prius, Camry, Corolla და RAV4. „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ფასდაკლების სპეციალური კამპანია მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება“, – განმარტავს თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, ავტომობილის ტექნიკური გამართულობისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა ტოიოტას ორიგინალი ავტონაწილებითა და ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლოს.

„ნებისმიერი სათადარიგო ავტონაწილი, სითხე თუ აქსესუარი, რომელსაც მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შეიძენს, არის ორიგინალი წარმოების და გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცენტრში მისულ მომხმარებელს მომსახურებას უწევენ „ტოიოტას“ მიერ სერტიფიცირებული და მრავალჯერ გადამზადებული პროფესიონალი ტექნიკოსები“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

მომხმარებელს, რომელსაც სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობა სურს, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116;  www.toyota-tbilisi.com

 

თეგები: ტოიოტა ცენტრი თბილისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved