• რეკლამა
  • კონტაქტი
01:13, შაბათი, 13 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ დიდი ფასდაკლების აქცია გრძელდება

ალია ავტორი - ალია
14:42 07-14-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,253

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ დიდი ფასდაკლების აქცია ივლისის თვეშიც გრძელდება. TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში ტოიოტას მოყვარულებს პოპულარული მოდელების შეძენას ისევ უპრეცედენტო ფასად და საუკეთესო პირობებით სთავაზობს.

დიდი ფასდაკლება ტოიოტას რამდენიმე ყველაზე მოთხოვნად მოდელზე ვრცელდება: ლეგენდარული ToyotaLand Cruiser 200 – დახვეწილი დიზაინით, გაუმჯობესებული ინტერიერითა და მაღალი გამავლობით;  შეუდარებელი Toyota Land Cruiser Prado – აღჭურვილი უნიკალური შესაძლებლობებითა და საიმედოობით; ელეგანტური და კომფორტული Toyota Camry / Toyota Camry Hybrid – სედანი შექმნილი უახლესი ტექნოლოგიითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით; სკულპტურული და დახვეწილიToyota C-HR – ურბანული დიზაინის მქონე მძლავრი და ჰარმონიული ქროსოვერი.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებლის ირაკლი გურჩიანის განცხადებით, დიდი ფასდაკლებით ტოიოტას მოყვარულებსა და ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვთ, ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ ტოიოტას უახლესი და პოპულარული მოდელები და ამასთან ერთად, სოლიდური თანხა დაზოგონ.

„აქციის ფარგლებში, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ უპრეცედენტო ფასებია ისეთ მოდელებზე, რომელიც ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს ტოიოტას მოყვარულებში. ფასდაკლების აქცია სწორედ იმ ნიშნით დაიგეგმა, რომ ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის საყვარელი მოდელები უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო. Land Cruiser 200-ის შეძენით დაინტერესებული მომხმარებელი 18 000-ლარიან გრანდიოზულ ფასდაკლებას მიიღებს. Land Cruiser Prado-ს შეძენის შემთხვევაში კი, მომხმარებელი 12 800 ლარის ეკონომიას გასწევს, Toyota Camry-ის ან Toyota Camry Hybrid-ის მყიდველი 9 600 ლარს დაზოგავს. რაც შეეხება Toyota C-HR-ს, ამ ავტომობილის შეძენა „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ 8 000 ლარით ნაკლებად არის შესაძლებელი“, – აღნიშნავს ირაკლი გურჩიანი.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელის ინფორმაციით, დიდი ფასდაკლების აქციის პარალელურად, მომხმარებელს ასევე შეეძლება პროექტ „ტოიოტა პლუსის“ ხელსაყრელი პირობებით ისარგებლოს, ძველი ავტომობილი ცენტრში ჩააბაროს და სანაცვლოდ, სასურველი მოდელი ფასდაკლებით შეიძინოს.

„თუ მომხმარებელს სურვილი აქვს ძველი ავტომობილი ახლით ჩაანაცვლოს, ჩვენ ვთავაზობთ უპრეცედენტო ფასდაკლებასაც და „ტოიოტა პლუსის“ ხელსაყრელ პირობებსაც. მომხმარებელს შეუძლია ძველი ავტომობილი ცენტრში საბაზრო ფასად ჩააბაროს, პარალელურად კი, ახალი მოდელი დიდი ფასდაკლებით შეიძინოს. ამ შემთხვევაში მსურველს მხოლოდ ფასთაშორის სხვაობის დაფარვა მოუწევს, რაც მისთვის ორმაგად ხელსაყრელი იქნება. აუცილებელია, მომხმარებელმა წინასწარ გაითვალისწინოს „ტოიოტა პლუსის“ ძირითადი მოთხოვნები, კერძოდ: ჩასაბარებელი ავტომანქანის ხანდაზმულობა არუნდა აღემატებოდეს 8 წელს, მისი გარბენი არ უნდა ასცდეს 160 000 კმ-ს, ავტომანქანა არ უნდა იყოს ჩაძირული და ნამუშევარი როგორც ტაქსი. ძველი ავტომობილი აუცილებლად შეფასდება „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სერვისცენტრში, გაივლის სავალდებულო ტესტირებასა და დეტალურ შემოწმებას“, – განმარტავს ირაკლი გურჩიანი.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავტომობილის შეძენის მსურველებს ონლაინ კონსულტაციებს სთავაზობს, მათ შორის TOYOTA CASCO-ს კომფორტულ სადაზღვევო შეთავაზებასთან დაკავშირებითაც.

„მომხმარებელს, რომელიც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დიდი ფასდაკლების აქციით დაინტერესდება, ვთავაზობთ ონლაინ კონსულტაციებს და მზად ვართ, ნებისმიერ დეტალზე ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ, მათ შორის TOYOTA CASCO-ს სადაზღვევო პირობებთან დაკავშირებითაც. TOYOTA CASCO სპეციალურად ტოიოტას მომხმარებლისთვის შეიქმნა, გამოირჩევა მოქნილი პირობებით და ხელსაყრელი სადაზღვევო პაკეტებით, მოიცავს ყველა ძირითადი რისკის დაზღვევას, ტექნიკური ასისტენტის მომსახურებასა და სხვადასხვა ბენეფიტებს. ამ სადაზღვევო პირობებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ახალ ავტომობილს შეიძენს ან ძველს ახლით ჩაანაცვლებს. დავეხმარებით იმ მომხმარებელსაც, რომელსაც ახალშეძენილ ავტომანქანაში ინდივიდუალური სტილის შექმნა სურს – ჩვენი გაყიდვების კონსულტანტები მათ მაღალხარისხისხიან, ორიგინალი წარმოების აქსესუარებს შეურჩევენ. გვინდა ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა გაითვალისწინოს, რომ აქსესუარებზე, ავტონაწილებსა და ავტოსერვისზე „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ფასები არ გაზრდილა და ძველებურად უცვლელია“, – აღნიშნავს ირაკლი გურჩიანი.

ცნობისათვის, მომხმარებელი, რომელსაც დიდი ფასდაკლების აქციით სარგებლობა და ტოიოტას ჩამოთვლილი მოდელების უპრეცედენტო ფასად შეძენა სურს, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და წინასწარ ჩაეწეროს სასურველი ავტომობილის ტესტ-დრაივის გასავლელად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00-დან 14:00 საათამდე – მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ.  www.toyota-tbilisi.com

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილის შესაძენად ან ავტოტექმომსახურების მისაღებად მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებისა და უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სრული დაცვით გაუწევენ.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved