• რეკლამა
  • კონტაქტი
07:22, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სეზონური აქციის განახლებული პირობები აგვისტოს ბოლომდე ძალაში დარჩება

ალია ავტორი - ალია
13:24 07-09-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

საქართველოში TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ტრადიციული სეზონური შეთავაზების განახლებულ პირობებს ძალაში აგვისტოს ბოლომდე დატოვებს. აქციის ფარგლებში, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ტოიოტას მარკის ავტომობილის მფლობელ ფიზიკურ პირებს, ძრავის ორიგინალი წარმოების ზეთისა და ფილტრის შეძენას სპეციალურ ფასად სთავაზობს. გარდა ამისა, სპეციალურ ფასში აღნიშნული ავტონაწილების შეცვლის მომსახურებაც შედის.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, საზაფხულო აქციის პირობების განახლება მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. შესაბამისად, სეზონური შეთავაზებით სარგებლობას პირველი და მეორე თაობის Toyota Prius-ის მფლობელი ფიზიკურ პირებიც აგვისტოს ბოლომდე შეძლებენ. მათთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა და შეცვლის მომსახურება სპეცფასად – 100 ლარად იქნება შესაძლებელი.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სეზონური შეთავაზებით – „ორიგინალი ზეთი, ფილტრი + შეცვლის მომსახურება სპეცფასად“ – ისევ ისარგებლებენ Toyota VITZ-ის,  IST-ის და YARIS-ის მძღოლები. მათთვის სპეციალური ფასი შეთავაზებული პაკეტისთვის, ასევე, 100 ლარი იქნება. ამ ტიპის მომსახურება Toyota Corolla-ს მფლობელებისთვის 120 ლარია, Toyota Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლებისთვის კი – 135 ლარი.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“, აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ისევე, როგორც სხვა ავტონაწილები და აქსესუარები არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოების და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის. გარდა ამისა, ცენტრში მისულ მომხმარებელს ნებისმიერი სახის სერვისსა და ავტონაწილზე კვლავინდებურად უცვლელი ფასები დახვდება.

შექმნილ ვითარებაში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებელია მომხმარებელი წინასწარ ჩაეწეროს სერვისის მისაღებად. „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილის მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მზად არიან, მომხმარებელს დამატებით ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიონ და პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებისა და უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სრული დაცვით მოემსახურონ. სეზონურ აქციაში ჩართვით, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს. 

აქციით სარგებლობის მსურველებს ტექნიკური მომსახურების მიღებაზე წინასწარ ჩასაწერად, შეუძლიათ დაუკავშირდნენ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ეწვიონ ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 10:00-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. www.toyota-tbilisi.com

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved