• რეკლამა
  • კონტაქტი
16:38, ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტკივილიც ცრუ? – “მტკიცებულებები არ მიუთითებს, რომ განიცადა ნამდვილი ტკივილი ან მიიღო ტკივილის გამომწვევი დაზიანება” – ექსპერტი

ალია ავტორი - ალია
15:33 07-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
120

„მხოლოდ სუბიექტური განცდა, რომელსაც არ ახლავს ქსოვილოვანი დაზიანების ობიექტური ნიშნები, არ წარმოადგენს ტკივილის დასაბუთებულ მტკიცებულებას. ტკივილის მტკიცება უნდა ეფუძნებოდეს როგორც სუბიექტურ შეფასებას, ისე ხილულ, შესწავლილ და დადასტურებულ მონაცემებს.

წარმოდგენილი საკვლევი მასალის შესწავლით დგინდება, რომ ასეთი მონაცემები არ იკვეთება, რის გამოც სამედიცინო-ექსპერტული თვალსაზრისით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი“, – ნათქვამია ექსპერტ ნათია ხარატის დასკვნაში, რომელიც დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს.

დღეს, 21 ივლისს,  მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დაიკითხა ექსპერტი, ექიმი-ნევროლოგი ნათია ხარატი.

ნათია ხარატი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. მისი კვლევის ინტერესის სფეროა ნევროლოგია, ეპილეფსია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა.

ნათია ხარატი ფლობს ნევროლოგის, ადიქტოლოგის და ელექტროფიზიოლოგის  სერტიფიკატებს.

ექსპერტმა შეისწავლა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეში არსებული ვიდეო ფაილები.

კერძოდ, ცნობილი სილის გაწვნის ვიდეო, რომელშიც ჩანს, მარცხენა ხელით როგორ აწნის მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძეს სილას, სილის გაწვნიდან არასრულ ერთ წუთში ირაკლი დგებუაძის მიერ ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუ.

„ვიდეოფირებზე ასახული ინტენსივობის ფიზიკური შეხების შედეგად და წარმოდგენილი სხვა მასალის ანალიზის საფუძველზე დაზარალებულად ცნობილი პირი განიცდიდა თუ არა ტკივილს“ – ეს იყო საკითხი, რომელზეც ექიმმა-ნევროლოგმა თავისი ექსპერტული დასკვნა წარმოადგინა.

„ჩემთვის წარმოდგენილი საკვლევი მასალის შესწავლის და ანალიზის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ ამ მასალაში მოცემული არც ვიზუალური და არც კლინიკური მტკიცებულებები არ მიუთითებს, რომ დაზარალებულმა პირმა განიცადა რეალური, ნამდვილი ტკივილი ან მიიღო ტკივილის გამომწვევი დაზიანება,“ – ნათქვამია დასკვნაში, რომელიც ექსპერტმა გასცა.

წყარო “ბათუმელები”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია
ახალი ამბები

სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია

15:42 02-25-2026
დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია
ახალი ამბები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

14:53 02-25-2026
ლიბერთის Top|Card 2 წლისაა
ახალი ამბები

ლიბერთის Top|Card 2 წლისაა

14:38 02-25-2026
მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved