საგანგებო რეჟიმის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბოტკოველი სოციალურ ქსელში ეხმიანება და ხელისუფლებას ექიმების კალთას ამოფარებულ მავნებლებს უწოდებს.
“თქვენ ხომ ხართ კომფორტში, თქვენი ოჯახის წევრები ხომ დაპურებულები არიან, თქვენს გარემოცვას საშვები (“ნარუშილოვკები”) ხომ აქვთ, ,,ქართული ოცნების” აქტივისტები ხომ დაგრიალებენ მანქანებით ?!
ტირის ხალხი, ხალხი შიმშილობს უკვე, არ წყდება ზარები, ბავშვებს პურს ვეღარ აჭმევენ, მოხუცები დღეში ერთხელ ჭამენ საჭმელს, ისიც თუ აქვთ რამე!!!!
ექიმების კალთას ამოფარებული მავნებლები ხართ!!! პასუხს აუცილებლად მიიღებთ!“
კომენტარები