• რეკლამა
  • კონტაქტი
17:11, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტირილით ნამღერი ქართული იავნანა – ემიგრანტი ძიძის ისტორია

ალია ავტორი - ალია
11:19 01-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

ემიგრანტის წერილი, რომელიც ძიძად მუშაობს, მკითხველს გულგრილს ვერ დატოვებს. გთავაზობთ ქართველი ემიგრანტი ქალბატონის წერილს, რომელიც სოციალურ ქსელში, “ემიგრანტ ქალთა მოძრაობა “ჩემი სახლი“-მ გამოაქვეყნა.

“პატარას არ სძინავს, ჭირვეულობს და ველოდები ქალბატონს, როდის გამოვა ბავშვის ოთახიდან და მეტყვის, რომ თავისუფალი ვარ!
თან მონდომებით ვუსურვებთ ერთმანეთს ღამე მშვიდობისას, თითქოს ერთმანეთზე ამოგვდიოდეს მზე და მთვარე!…
– ევა! – გამოგლიჯა ბავშვის ოთახის კარი ქალბატონმა.
– დიახ!
– უმღერე რამე, იქნებ დაიძინოს! – შემომაჩეჩა აღნავლებული პატარა.
– მე?!… ქალბატონო, სულ ორი დღის მოსული ვარ, ბავშვი შეჩვეულიც არ არის… – დავიბენი… – და რა ვუმღერო?!…
– რამე… – ამიქნია ხელი ბავშვის ღნავილით თავმობეზრებულმა – რამე… ნანურიზმა?!…
– ნანურიზმა?!… ჯერ ენაც არ ვიცი, ქალბატონო!…
– ხომ უნდა დააძინო?! – გადმომიბრიალა თვალები – აბა, მაჩვენე როგორ შეძლებ!
ატატებული ბავშვი ოთახში შევიყვანე… დავუყვავე, დავუნანავე, ჩავიხუტე და მივეფერე!…

პატარას რძის სუნი ასდიოდა, მშობლიური და ჩემი! (ყველა დედის კუთვნილებაა ეს სუნი!)…
ისე მომინდა ჩემი შვილები, ისე მომინდა!…
„ჩემი საცოდავი ბავშვები, სხედან უშუქოში ალბათ, ნატრობენ დედას… მამა უკითხავს ზღაპრებს! (ესაა ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, რაც შემიძლია მათზე ვიფიქრო ახლა!) მაგრამ თუ გავყვები ფიქრებს, იქნებ შიათ კიდეც!… იქნებ ეძინებათ და ვერ იძინებენ!…
იქნებ ამ პატარასავით უმიზეზოდ ჩხავიან!…”
– დაიძინე, გენაცვალე!…-წავუღიღინე ბავშვს …- დაიძინე, პაწაწინავ!… დაიძინე ცის ვარსკვლავო!…- სიტყვები თავისით მოდიოდა – დაიძინე ანგელოზო!… ია-ვარდი დაგეფინოს!.. მარტო არ ხარ, შენთანა ვარ… გეფერები!… – თან შუბლზე ხელს ვუსვამდი და გულიდან ამოხეთქილ სიტყვებს ვღიღინებდი…- ნანი, ჩემო ანგელოზო!… რომ არ
ვიცი რისთვის ტირი! აბა, როგორ განუგეშო!
ახლა ნანი გინდა მხოლოდ, ანგელოზთან იგალობე… დაიძინე , ანგელოზო!… – და ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა…
დაიძინა…
ცოლ-ქმარი სამზარეულოს კართან მიცდიდა, სასმენი აპარატით (როგორც ეტყობა თავიდან ბოლომდე აყურადეს ბავშვის დაძინების პროცესს. რამდენად კმაყოფილები დარჩნენ, არ ვიცი!…)
– ქართულად? – მესროლა ქალმა ერთადერთი სიტყვა მხრების აჩეჩვით.
– ღამემშვიდობისა! – ჩავიბურტყუნე ნამტირალევი ხმით და ქვედა სართულზე დავეშვი…
სასწრაფოდ ჩავალაგე ტანსაცმელი…
გოგონებისგან გაგონილი მქონდა, რომ ბავშვებთან მუშაობა შენს დარდს გავიწყებს და შენი შვილების მონატრებას გიქარწყლებსო…
მაგრამ ამ ეტაპზე მე ამისთვის მზად არ ვიყავი!…
სხვაგან უნდა მეცადა ბედი…“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved