• რეკლამა
  • კონტაქტი
22:02, ხუთშაბათი, 10 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Times: უკრაინამ შესაძლოა, ბირთვული ბომბი შექმნას – “7 ტონა პლუტონიუმი რამდენიმე ასეულ ქობინს დაამზადებს”

ალია ავტორი - ალია
06:53 11-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
695

გამოცემა The Times-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სამხედრო დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინამ შესაძლოა, რუდიმენტული ბირთვული ბომბი დაამზადოს. The Times-მა ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი მოიპოვა.

როგორც გამოცემა წერს, ქვეყანას პლუტონიუმისგან აშშ-ს მიერ 1945 წელს ნაგასაკიში ჩამოგდებული “Fat Man” ბირთვული ბომბის მსგავსი იარაღის დამზადება სწრაფად შეეძლება.

“ისეთი მარტივი ბირთვული ბომბის დამზადება, როგორიც აშშ-მ მანჰეტენის პროექტის ფარგლებში შექმნა, 80 წლის შემდეგ არ იქნებოდა რთული ამოცანა”. – წერია The Times-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში.

გამოცემის ცნობით, უკრაინისთვის ამგვარი ბომბის სწრაფად დამზადება მნიშვნელოვანი იქნებოდა, ვინაიდან ურანის გასამდიდრებლად საჭირო დიდი ობიექტების მშენებლობისთვის დრო არ რჩება. შესაბამისად, ომში მონაწილე უკრაინას დასჭირდებოდა გამოეყენებინა პლუტონიუმი, რომელსაც საკუთარი ბირთვული რეაქტორებიდან ამოიღებდა.

უკრაინა კვლავ აკონტროლებს 9 ფუნქციურ ბირთვულ რეაქტორს და, როგორც The Times წერს, აქვს ბირთვული ტექნოლოგიების საკითხებში შესაბამისი კომპეტენცია მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი 1996 წელს დათმო.

“რეაქტორებში არსებული პლუტონიუმის მასა დაახლოებით 7 ტონასაც შესაძლოა, შეადგენდეს. მნიშვნელოვანი ბირთვული იარაღების არსენალი ამაზე გაცილებით ნაკლებ მასალას საჭიროებს. მასალის ოდენობა საკმარისია რამდენიმე ასეული ქობინის დასამზადებლად”. – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასეთ ბომბს, როგორც დოკუმენტის ავტორები წერენ, “Fat Man”-ის სიძლიერის მეათედი ექნებოდა.

“იგი საკმარისი იქნებოდა რუსეთის მთლიანი საჰაერო ბაზის ან კონცენტრირებული სამხედრო, ინდუსტრიული ან ლოგისტიკური ინსტალაციების გასანადგურებლად”. – თქვა ავტორმა, ოლექსი იჟაკმა.

გასულ თვეში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ უკრაინას, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბირთვული იარაღები დასჭირდებოდა იმ შემთხვევაში, თუ NATO-ში ვერ გაწევრიანდებოდა. ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ მან იგულისხმა, რომ სხვა ალტერნატივა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არ არსებობდა. როგორც The Times წერს, ამის შემდეგ უკრაინელ ოფიციალურ პირებს ხშირად უარუყვიათ მოსაზრება, რომ კიევი ბირთვულ შეიარაღებას განიზრახავს.

“აღნიშნული დოკუმენტი უკრაინის მთავრობას არ მოუწონებია, თუმცა დოკუმენტი სამართლებრივ საფუძველს ქმნის უკრაინის მიერ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გამოსვლისთვის, რომლის რატიფიცირება განპირობებული იყო აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მიერ უკრაინისთვის 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმზე მიცემული უსაფრთხოების გარანტიებით”. – წერს გამოცემა.

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით (NPT) უკრაინას, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უნდა დაეთმო თავისი ბირთვული არსენალი, რომელიც 1734 სტრატეგიულ ქობინს მოიცავდა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved