• რეკლამა
  • კონტაქტი
02:32, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

TI: ვაჟა სირაძის მამა, რომელიც მოსამართლეა, დეკლარაციაში უძრავ ქონებას და ხელფასს მალავს

ალია ავტორი - ალია
14:42 07-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
740

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა სირაძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის მამაა, 2024 წლის დეკლარაციაში არ უთითებს მისი და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას.  ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ავრცელებს.

TI ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავს, შეისწავლოს შოთა სირაძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

დარღვევა I: დაუდეკლარირებელი ქონება — შოთა სირაძემ დეკლარაციაში არ ასახა შემდეგი უძრავი ქონება:

873 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით ქალაქ ხობში.
500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში.
5498 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში.
2785 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში.
ამასთან, მან დეკლარაციაში არ ასახა მეუღლის, ეკა ლატარიას, შემდეგი უძრავი ქონება:

1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში.
ორი მცირე ფართი (9.88 კვ.მ. და 13.43 კვ.მ.) ქალაქ ხობში.
შოთა სირაძემ დეკლარაციაში ასევე არ ასახა დედის, მზია სირაძის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონება:

3150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში.
დარღვევა II: დაუდეკლარირებელი ხელფასი — შოთა სირაძემ 2024 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა მოსამართლის მანდატით მიღებული წლიური შემოსავალი. აღნიშნული მან არც 2023 წლის დეკლარაციაში მიუთითა.

დარღვევა III: დაუდეკლარირებელი ბიზნეს წილები — შოთა სირაძის მეუღლე ეკა ლატარია შპს „კატე გლობალის” 100%-იან წილს ფლობს და ამავდროულად კომპანიის დირექტორია, რაც დეკლარაციაში არასრულად, მეწილეობის გამოტოვებით არის მითითებული. 

ამასთან, ლატარია შპს „გლობალ ოილის“ მეწილე და სპს “ბერაია და კომპანია სპს“-ის თანადამაარსებელი და დირექტორია. შპს გლობალ ოილის დირექტორმა გელა ხუნწარიამ ქართულ ოცნებას 2020-2021 წლებში 30,000 და 15,000 ლარი შესწირა”, – წერია გავრცელებულ ინფომაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved