• რეკლამა
  • კონტაქტი
09:04, ოთხშაბათი, 21 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თვითმკვლელობა ნამოხვანში – 30 წლამდე მამაკაცი რიონში გადახტა – დეტალები

ალია ავტორი - ალია
21:54 04-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავი მოიკლა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ადიდებულ რიონში გადახტა.

ინფორმაციას ავრცელებს “reginfo” და უცვლელად გთავაზობთ:

როგორც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტებმა „რეგინფოს“ უთხრეს, მამაცაცი, რომელმაც თავი მოიკლა, მეგობართან ერთად, ნამოხვანში, სავარაუდოდ, გუშინ, თბილისიდან ჩავიდა და კარავში მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. ამიტომ, აქტივისტები მას კარგად არ იცნობდნენ. დაახლოებით ერთი საათის წინ, მამაკაცმა თავისი ტელეფონი მდინარის პირას მყოფ ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და დაუბარა, რომ ტელეფონი მისი მეგობრისთვის მიეცათ, რის შემდეგაც წყალში გადახტა.

მდინარე რიონი ადიდებულია. იქვე მყოფებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მდინარის სიღრმისკენ მიცურავდა, ბოლოს კი დინებამ წაიღო. ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ.

უცნობია, როგორ მოახერხეს თბილისიდან ჩასულმა პირებმა ნამოხვანში შეღწევა, რადგან ერთი კვირაა პოლიციას ჩაკეტილი აქვს რიონის ხეობაში შესასვლელები როგორც ქუთაისის, ასევე, ცაგერის მხრიდან და გადაადგილების უფლებას მხოლოდ ჟურნალისტებსა და იმ ადგილობრივ მცხოვრებლებს აძლევენ, ვინც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობას მხარს არ უჭერენ.

ამ თემაზე: ნამოხვანის ბლოკადა

„რეგინფო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, როგორ მოახერხეს აღნიშნულმა პირებმა ნამოხვანში შესვლა და დაიწყო თუ არა გამოძიება.

21:15 – შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 

21:18 – მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ის დღეს თბილისში იმყოფებოდა რამდენიმე აქტივისტთან ერთად, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „რეალურ სივრცეში“ მიიღეს მონაწილეობა.

21:28 – ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მაკა სულაძის ინფორმაციით, კარავში „რეალურ სივრცეს“ უყურებდნენ, რა დროსაც ყვირილი გაიგეს. „ყველანი გარეთ გავვარდით. ბიჭი მდინარეში იყო გადამხტარი. მიშველებას ცდილობდნენ, თოკიც გადააგდეს, წყალშიც ჩახტნენ, მაგრამ თითქოს საპირისპირო მხარეს მიცურავდა. ყვირილზე პოლიციელებიც მოვიდნენ მაშინვე. აქ იყვნენ, გზაზე დგანან. ვერაფერი ვუშველეთ. ვისთან ერთადაც ის ნამოხვანში ჩამოვიდა, ის ბიჭი პოლიციელებს ჰყავთ მომხდარის შემდეგ. მასთან გასაუბრების შესაძლებლობა ჯერ არ მოგვცემია“.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ იგივე ტრაგედიას საზოგადოებრივი არხი აშუქებს სიტყვებით: “მდინარეში შევიდა და გარდაიცვალა…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად
ახალი ამბები

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად

20:03 01-20-2026
რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა
ახალი ამბები

რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა

18:47 01-20-2026
ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი
ახალი ამბები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი

15:25 01-20-2026
ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved