სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს გირაოს სახით 2.5 მილიონი ლარი დააკისრა. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. პროკურატურა 3 მილიონ ლარს ითხოვდა გირაოს სახით. მოსამართლემ გადაყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა – ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე ეკრძალება.
მანამდე საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ მას სამი კვირაა, რაც მანქანებით უთვალთვალებენ.
კომენტარები