• რეკლამა
  • კონტაქტი
01:17, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,თვალი მოვკარი რამდენიმე იდიოტის კომენტარს, რით ვერ დაკმაყოფილდნენ ეს დევნილებიო?!” – რას წერს დევნილი დიმიტრი სანაია?

ალია ავტორი - ალია
01:02 07-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,636

აფხაზეთიდან დევნილი დიმიტრი სანაია სოციალურ ქსელში წერს:

,,თვალი მოვკარი რამდენიმე იდიოტის კომენტარს, რით ვერ დაკმაყოფილდნენ ეს დევნილებიო.

ყელში ამოვიდა უკვე ეს დამოკიდებულება დევნილების მიმართ. ახლა შევეცდები მარტივად გაგცეთ ამაზე პასუხი და მერე ნებისმიერმა, ვინც ფიქრობთ, რომ დევნილებს რაიმე გადაჭარბებული მოთხოვნები გვაქვს ან ოდესმე გვქონია, შეგიძლიათ პირი ამოიკეროთ ან უბრალოდ გაქრეთ პირადად ჩემი ცხოვრებიდან.

1. დღეს, ვინც დევნილები ვართ (აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, გორიდან) ომების შედეგად დავკარგეთ ყველაფერი. საერთოდ ყველაფერი, იმდენად ყველაფერი, რომ ამ დანაკარგს ვერასდროს ვერაფერი და ვერავინ აანაზღაურებს.

აქ საუბარი მარტო ქონებაზე არაა, აქ საუბარია ჯანმრთელობაზე, ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, საფლავებზე, მოგონებებზე და ა.შ.

2. ვინც არასდროს ყოფილხართ დევნილი ან დევნილების ოჯახთან დაახლოებული, ვერასდროს ვერ გაიგებთ რას ნიშნავს ამ სახელის ტარება.

ოდითგანვე, როცა აფხაზეთიდან დევნილები იძულებით ჩამოვიდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, არც ერთი დღე ტკბილი არ ჰქონიათ არც ჩვენს მშობლებს და არც ჩვენ, მათ შვილებს.

ეგ კი არა, ომიდან წამოსულებს, ჩამოთრეულებს და ბინძურებს ეძახდნენ თბილისში და ზუგდიდში.

45 ლარია დღეს სახელმწიფოს მხრიდან დევნილის დახმარება. ეს კიდევ რეკორდია, იყო დრო, როცა 10 ლარი იყო. 45-ლარი დახმარება კი არა, დამცირებაა, სხვა არაფერი. ლიბერთი ბანკიდან თუ რამდენიმე თვის თანხა წინასწარ გამოიტანე, თითქმის გასამმაგებულ რაოდენობას აბრუნებ.

ეგ კი არა, ქვეყნიდან თუ გახვედი, მაგ 45-ლარის ჩარიცხვასაც გიწყვეტენ. 1000 ლარზე მეტი თუ გამოიმუშავე თვეში, მაგ შემთხვევაშიც არ გაძლევენ 45 ლარს.

3. 25 წელი დასჭირდა ბებიაჩემს, რომ 30 კვადრატული ბინა დაეკანონებინა საერთო საცხოვრებელში.

ჩემი ნათესავების და მეგობრების აბსოლუტური უმრავლესობა 20-25 წელი ცხოვრობდა სრულიად არაადამიანურ პირობებში, ზოგიერთ შემთხვევაში 15-20 კვადრატულ ბინებში 3-4 კაცი.

4. იმ დევნილებს, რომლებმაც თავიანთი შრომით რაღაცას მიაღწიეს, 20-წლიანი სესხებით ბინა იყიდეს და ახლა მთელი ცხოვრება უნდა იხადონ, სახელმწიფო არაფერს, საერთოდ არაფერს არ აძლევს, არათუ საცხოვრებელს. არადა, ამ ადამიანების უმრავლესობამ ცხოვრება სრულიად ნულიდან დაიწყო ომის შემდეგ.

5. ბებიაჩემიც და ბაბუაჩემიც, ორივე, სიცოცხლის ბოლო დღემდე იმას ნატრობდნენ, რომ აფხაზეთში კიდევ ერთხელ ჩასულიყვნენ და ოცნებობდნენ, რომ მათი საფლავები იქ ყოფილიყო.

არასდროს დევნილები არც ერთი ხელისუფლების პრიორიტეტი არ ყოფილა, არასდროს.

ვის მოგაბეზრეთ ერთი თავი და რითი, ძალიან მაინტერესებს. ვინ წაგართვათ თქვენ რამე? ოდესმე თუ განგიცდიათ იმის ნახევარი ტკივილი, დანაკარგი და უსამართლობა, რაც დევნილებს აქვთ განცდილი?

ყველა დევნილს გვირჩევნია დაგვაბრუნონ ჩვენს მიწაზე თუნდაც ჩვენი საკუთრების გარეშე და მივხედავთ ჩვენს თავებს როგორმე, არ იდარდოთ.

არ მოგიხდით ბოდიშს იმის გამო რომ ვარსებობთ და იმის გამო, რომ სახელმწიფოსგან ჩვენი კუთვნილის მიღებას ვითხოვთ. არც გავჩუმდებით არასდროს.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved