• რეკლამა
  • კონტაქტი
14:24, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თვალების დამთხრელების და მათთვის დავალების მიმცემების „გაპრავება“ ვერ მოხდება – გიგი უგულავა

ალია ავტორი - ალია
15:56 04-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „ქართული ოცნების“ მიერ დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით განაცხადა:

„მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორების ზეწოლამ გაჭრა და „ქართული ოცნების“ ყრუ კედელი მოირღვა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სამ საკითხზე ჩვენ თანხმობა გვქონდა გამოცხადებული, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია მთელი რიგი საკითხების დეტალიზაცია, რათა არ განმეორდეს იგივე, რაც მოხდა 8 მარტის შარშანდელი შეთანხმების დროს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი დოკუმენტს და მერე ორი თვის მანძილზე უარყოფდა იმას, რასაც ხელი მოაწერა.

მისასალმებელია ასევე, რომ ბატონმა არჩილ თალაკვაძემ მისდა უნებურად გახსნა რიგგარეშე არჩევნების თემა, თუმცა წინადადება 40 პროცენტთან დაკავშირებით მიუღებელია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვესმოდა ქირქილი და დაცინვა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მათთვის პროცენტებს მნიშვნელობა არ აქვს, ისეც მოიგებენ. ახლა ვნახეთ, როგორ უყურებენ თავიანთ შესაძლებლობებს.

დეტალიზაციას მოითხოვს ცესკო-ს თავმჯდომარის საკითხი. იქ არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც იცვლება, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ მკაფიოდ არ უთქვამს მაგალითად, ახალი კანონი, რომელსაც ისინი მიიღებენ ვრცელდება თუ არა თამარ ჟვანიაზე. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია თამარ ჟვანიას დარჩენა და მის მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა.

ასევე წინაპირობა უნდა იყოს ნიკა მელიას გათავისუფლება, რადგან ის ამ პოლიტიკური პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია. სწორედ მან უნდა მოაწეროს ხელი. ამიტომ ეს საკითხიც უნდა გამოვიდეს წინაპირობის სახით.

ბუნდოვანია ასევე 20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის საკითხიც.

რაც შეეხება 20 ივნისის საქმეების ამნისტიას, ამ შემთხვევაში ამნისტია თუ ეხება პოლიციელებს, დამრბევებს, თვალების დამთხრელებს და მათთვის დავალების მიმცემებს და ამის „გაპრავება“ უნდა „ქართულ ოცნება“, ეს ვერ მოხდება. აქაც ბუნდოვანება არის. თუ ამნისტია მხოლოდ იმ მუხლებზე ვრცელდება, რომელიც აქვს აქტივისტებს და ნიკა მელიას, ეს შეიძლება იყოს გამოსავალი.”

შეგახსენებთ, 19-20 ივნისის მოვლენებისას შს მინისტრი გახლდათ გიორგი გახარია.

თეგები: გიგი უგულავაგიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved