• რეკლამა
  • კონტაქტი
08:54, კვირა, 20 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თურქული წარმოების, იაფი წამლებიდან „ფარმადეპოში“ 32 დასახელების, „ავერსში“ – 8 სახეობის, „პსპ“-სა და „ფარმსახლში“ კი ამ ეტაპზე თითო დასახელების მედიკამენტი იყიდება – რა ხდება სხვა აფთიაქებში?

ალია ავტორი - ალია
15:04 03-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
522

თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტები ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა დიდ სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი. აქედან, ყველაზე მეტი, 32 დასახელების მედიკამენტი „ფარმადეპოს“ ქსელში იყიდება. 8 დასახელების მედიკამენტი აქვს „ავერსს“, ხოლო ჯერჯერობით ერთი დასახელების მედიკამენტი – „პსპ“-ს და „ფარმსახლს“. მედიკამენტების გაყიდვაში გაშვებას უახლოეს დღეებში გეგმავს „იმპექსიც“.

როგორც აღნიშნულ სააფთიაქო ქსელებში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მედიკამენტების რაოდენობის ზრდა, ასევე სააფთიაქო ქსელების დამატება უახლოეს მომავალში იგეგმება.

„ფარმადეპოს“ ქსელის ხელმძღვანელი ქეთი კოზმანაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ამჟამად თურქული წარმოების მედიკამენტების შეძენა მხოლოდ 10 მისამართზეა შესაძლებელი, აქედან 5 დედაქალაქში, ხოლო 5 – დიდ ქალაქებში.

„უკვე ერთი კვირაა „ფარმადეპოს“ ქსელში 32 დასახელების თურქული წარმოების მედიკამენტი იყიდება. ესენია ყველაზე მოთხოვნადი და ქრონიკულად მისაღები მედიკამენტები. ამ 32 დასახელებაში შედის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, დიაბეტური მედიკამენტების ჯგუფები, ასევე არის ნევროლოგია და ძვალსახსროვანი მედიკამენტების ჯგუფი. ეს მედიკამენტები, ოღონდ ევროპული ბაზრისთვის წარმოებული ჩვენს სააფთიაქო ქსელში მანამდეც იყო, ახლა მომხმარებლებს თავად შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ ევროპულზე ან თურქული წარმოების მედიკამენტზე. ამის შესახებ ინფორმაციას ფარმაცევტები აწვდიან მომხმარებლებს. ეს მედიკამენტები ჯერჯერობით ხელმისაწვდომია „ფარმადეპოს“ 10 აფთიაქში, აქედან 5 აფთიაქი არის თბილისში (ვაჟა-ფშაველას 6, ვაჟა-ფშაველას 65, სანაპიროს 10 ა, მელიქიშვილის 6, სამგორის მეტროსთან -კახეთის გზატკეცილი 32) და 5 დიდ ქალაქებში – (დეპო 13 -ზუგდიდი, გამსახურდიას ქ)(12) დეპო 8 -ქუთაისი, აღმაშენებელი)(11) დეპო 17 -ბათუმი, მელიქიშვილის 18)(36) დეპო 21 – თელავი, ალაზნის 43)(37) დეპო 27 – გორი, იურუშალაიმის 9) (43)“, – აცხადებს კოზმანაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ფასთა შორის სხვაობა ევროპული და თურქული წარმოების ერთი და იგივე მედიკამენტს შორის საკმაოდ დიდია და 50%-დან 85%-მდე მერყეობს; მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა კი, თურქული წარმოების მედიკამენტებზე საგრძნობლად გაზრდილია.

„ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ იგეგმება დამატებით სხვა მედიკამენტების შემოტანაც. ასევე, ჩვენი აფთიაქების სხვა მისამართებზე დამატებაც. პირველად მცირე რაოდენობა შემოგვივიდა, რადგან თურქმა მომწოდებლებმა ჩვენი გაზრდილი მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილეს, ამიტომაც შევზღუდეთ და 260 აფთიაქიდან მხოლოდ 10 აფთიაქში გვაქვს გაყიდვაში. მედიკამენტების მეორე პარტიაც შემოსულია და გაყიდვების მოთხოვნებს მიყვება. ვგეგმავთ რაც შეიძლება მალე სრული ქსელი მოვიცვათ. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ თუ რომელიმე ქალაქში, სადაც თურქული წარმოების მედიკამენტი ამ ეტაპზე გაყიდვაში არ არის, დაფიქსირდება მოთხოვნა, აფთიაქს ერთჯერადად შეუძლია საწყობისგან გამოითხოვოს პროდუქცია და ადგილზე მივუტანთ“, – განაცხადა კოზმანაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

რაც შეეხება „ავერსის“ სააფთიაქო ქსელს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე თურქული წარმოების 8 დასახელების მედიკამენტია მათ ქსელში ხელმისაწვდომი.

“დღეისათვის რეგისტრირებულია 8 პოზიცია. ისე წლებია ფორმა 100-ის საფუძველზე ვახდენთ მომხმარებლებისათვის 50-მდე დასახელების იმპორტს. ეს მედიკამენტები არის გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, ასთმის, ნევროლოგიის და სხვა ქრონიკული პათოლოგიის სამკურნალო საშუალებები. ჯერჯერობით მედიკამენტების შეძენა მომხმარებელს რამდენიმე ფილიალში შეუძლია. მთელ ქსელში განაწილებულია, რაც უკვე დარეგისტრირდა და ეტაპობრივად მალე ყველგან იქნება ხელმისაწვდომი.რაც შეეხება ფასთა შორის სხვაობას, თურქეთში ნაწარმოები მედიკამენტების ფასი 50-60%-ით ნაკლებია, ვიდრე ევროპაში წარმოებული და იქიდან იმპორტირებული. „ავერსი“ აგრძელებს სხვა დასახელების მედიკამენტების შემოსატანად რეგისტრაციის პროცესს და თვის ბოლოს რამდენიმე ათეულ პოზიცია იქნება მნიშვნელოვანი ფასდაკლებით”, – განუცხადეს „ავერსში“.

რაც შეეხება „პსპ“-ს და „ფარმსახლის“ სააფთიაქო ქსელებს, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მედიკამენტი („ქსარელტო“) აქვთ თურქეთიდან შემოტანილი, თუმცა, ფარმაცევტული კომპანიები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში დამატებით რამდენიმე დასახელების მედიკამენტის შემოტანას გეგმავენ. კერძოდ, „პსპ“ 10-ზე მეტი მედიკამენტის დამატებას მომდევნო კვირიდან აპირებს, ხოლო 20-ზე მეტი მედიკამენტისთვის რეგისტრაციაზე აქვს მიმართული.

„ფასდაკლების დღეებში ჩვენ სააფთიაქო ქსელში გერმანული „ქსარელტო“ იყიდება 139 ლარად, ხოლო თურქული წარმოების იგივე გერმანული მედიკამენტი 55 ლარად. მედიკამენტი ყველა აფთიაქში გვაქვს. ახლა ველოდებით კიდევ 10-მდე მედიკამენტს, რომელიც გზაშია. ვფიქრობთ, ამ კვირაში უკვე შემოვა და გვექნება. ამასთან, დამატებით რეგისტრაციაზე გვაქვს 20-ზე მეტი მედიკამენტი გაშვებული და ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკების შედეგად ასევე იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე მედიკამენტის გაყიდვაში გაშვება, თურქეთის აფთიაქების ფასად, ამ კვირიდან იქნება შესაძლებელი“, – განუცხადეს პსპ-ში.

თურქული წარმოების „ქსარელტოს“ ყიდვა მომხმარებელს „ფარმსახლშიც“ შეუძლია“. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, მედიკამენტი ყველა აფთიაქში იყიდება. ამასთან, მათივე განმარტებით, მომავალში სხვა მედიკამენტების დამატებასაც გეგმავენ, თუმცა, როდის და რა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს შემოიტანენ, ჯერჯერობით ვერ აზუსტებენ.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის წარმოებული მედიკამენტების ქსელში განთავსებას გეგმავს სააფთიაქო ქსელი „იმპექსიც“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „იმპექსფარმის“ გენერალურმა დირექტორმა დავით კოხრეიძემ განუცხადა, უკვე შესყიდულია 10 დასახელების მედიკამენტი, რაც საქართველოს მასშტაბით 100 აფთიაქში განთავსდება.

„თურქეთიდან წამლის პარალელური იმპორტის დაშვების ფარგლებში, დღევანდელი მდგომარეობით, “იმპექსფარმს“ შესყიდული აქვს რეგისტრირებული – 10 დასახელების მედიკამენტი. აღნიშნული წამლები განკუთვნილია სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ/სამკურნალოდ და ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში უკვე გავრცელდება „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელის 100 აფთიაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში. აღნიშნული პრეპარატები იგივეა, რაც ევროპული, რომელიც შემოდის თურქეთის ქვეყნიდან. შესაბამისად, სხვაობა ევროპიდან და თურქეთიდან შემოსულ კონკრეტულად ამ პოზიციების წამლებზე არ არის და მათი გაყიდვების პროცესიც წავა სტანდარტულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე. სამომავლოდ, სახელმწიფოსგან ხელშეწყობის პირობებში, ვგეგმავთ დამატებით 200 დასახელების წამლის შემოტანას, – განუცხადა კოხრეიძემ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები

12:53 07-19-2025
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი
ახალი ამბები

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი

18:59 07-18-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

15:54 07-18-2025
თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა
ახალი ამბები

თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა

11:39 07-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved