დღეს ქართული ოცნების ლიდერები თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგოზელ გულმანოვას ხვდებიან.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა ვაჭრობის სფეროში არსებულ დადებით დინამიკას. აღინიშნა თურქმენეთისა და საქართველოს პარტნიორობა სატრანზიტო, ლოგისტიკურ და ენერგეტიკის სექტორებში. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობა „შუა დერეფნის“ განვითარებაში.
მიხეილ ყაველაშვილი კი აცხადებს, რომ ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფნის აქტუალობა და საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს დერეფნის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და ეფექტიან ფუნქციონირებას.
“ხაზი გავუსვი, რომ საქართველო მიესალმება თურქმენეთის აქტიურ ძალისხმევას ცენტრალურ აზიაში მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე აღვნიშნე, რომ თურქმენეთის სამშვიდობო პოლიტიკა რეგიონში იმ პოლიტიკის იდენტურია, რომელსაც საქართველო სამხრეთ კავკასიაში ატარებს.”














კომენტარები