თურქეთში, რიზეს პროვინციაში მდებარე ერთი ქალაქსა და ოთხ დასახლებაში კარანტინი გამოცხადდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თურქეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების გამო საკარანტინო რეჟიმი შემოიღეს.
საუბარია ქალაქ ქანდირლიზე, სადაც ერთი პაციენტი „კოვიდ-19“-ით დაიღუპა.
27 მარტის მონაცემებით, თურქეთში ახალი კორონავირუსით 75 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულია 3629 მოქალაქე. ვირუსის პირველი შემთხვევა თურქეთში 11 მარტს გამოვლინდა.
კომენტარები